close
ამოგონება - ინოვაციააქართველოექნოლოგიები

ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია მეგობრებთან სინქრონში ფილმის ყურების საშუალებას იძლევა

30074274_1234007830068781_1825630344_o

30 მარტს ,,EUhack-ის გუნდის ორგანიზებით კიდვე ერთი 48საათიანი ჰაკათონი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც პირველი ადგილი დაიკავა აპლიკაცია „Let’s watch-მა“. აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს ერთ ან რამდენიმე მეგობართან ერთად ვუყუროთ რაიმე ფილმსა თუ სერიალს სინქრონში, მისი ავტორები ივანე ჯავახიშვილის სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აკაკი ხოჭოლავა, ჯონი კოსტავა, თორნიკე ცომაია და გიორგი ჭეიშვილი არიან. აპლიკაციის ინოვაციურ მხარეებსა და სამომავლო გეგმებზე აკაკი ხოჭოლავა გვიამბობს.

აკაკი, თქვენი აპლიკაცია „Let’s watch-პროექტის გამარჯვებული გახდა, გვიამბეთ მისი მახასიათებლების შესახებ.

“Let’s Watch-ი” არის აპლიკაცია, რომელიც 2 ან მეტ ადამიანს აძლევს დისტანციის მიუხედავად სინქრონში უყურონ სასურველ ფილმს, ვიდეოს ან მოუსმინონ მუსიკას  ვირტუალური კონტაქტის მაქსიმალური უზრუნველყოფით, ვგულისხმობსაუბარსა და მიმოწერს ნახევრადგამჭვირვალე ჩატში, რათა არ დაირღვეს ფილმის ყურების პროცესი, მაყურებლებს შეუძლიათ მონიშნონ ეკრანზე კადრები, სხვადასხვა ფრად მიახატონ სასურველი გამოსახულებები და ამ ფორმით გაუზიარონ შთაბეჭდილება, რაღა თქმა უნდა, მიხატული გამოსახულება სულ რამდენიმე წამში გაქრება, რათა ამით დისკომფორტი არ შეიქმნას.

აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება, თუ თქვენ ფილმს უყურებთ ლეპტოპისა თუ პერსონალური კომპიუტერისგან მოშორებით და ამ დროს გსურთ რომ მეგობრებს/თანამაყურებლებს გაუზიაროთ რაიმე, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ძირითად აპლიკაციას დაუკავშირდეთ სპეციალური Assistant-აპლიკაციით და ისაუბროთ, გაუგზავნოთ მესიჯები თანამაყურებლებს, გამოიყენოთ თქვენი მობილური როგორც paint-pad-ი და დახატოთ რაიმე რაც ასევე გამოჩნდება თანამაყურებლების ეკრანზეც. ამასთანუნდა აღინიშნოს, რომ ენის ან ხარისხის შეცვლა და ხმის მომატება არის ინდივიდუალური, შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ უყუროთ რუსულად, სხვა მონაწილეს უნდა უყუროს ინგლისურად, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ერთ-ერთი მონაწილე თავად გადაახვევს ან დააპაუზებს ვიდეოს/ფილმს ან იგივე მოხდება რაიმე ტექნიკური პრობლემიდან გამომდინარე,  გამოსახულება სხვა მაყურებლებთანაც დაპაუზდება და როგორც კი ჩაიტვირთება ფილმი – პროცესი ყველასთან ავტომატურად გაგრძელდება.

-თუ აქვს თქვენს აპლიკაციას უცხოური ანალოგი და რამ გადაგაწყვეტინათ სწორედ ამ ტიპის პროდუქტზე მუშაობა?

-მსგავსი ტიპის ანალოგი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს პროგრამები რომლებითაც შეიძლება თქვენი კომპიუტერის გამოსახულების გაზიარება სხვა ადამიანებთან და ასეთი გზით ნახვა ფილმის ან ვიდეოსი, როგორიცაა “Skype”, ,,Team Viewer-ი”, მაგრამ მოგეხსენებათ ეკრანის გაზიარებისას იკარგება გამოსახულების ხარისხი, მაშინ როცა ,,Let’s Watch-ი” გაძლევთ საშუალებას უყუროთ ფილმებს სრული ხარისხით და ამასთან მიიღოთ მაქსიმალური კომფორტი თქვენი ემოციების გამოხატვისას.

-როდის შეეძლება დაინტერესებულ პირს თქვენი აპლიკაციით სარგებლობა?

აპლიკაცია მცირე ხნით დახურული ტესტირების რეჟიმშია, მაგრამ უახლოეს მომავალში იგი გადავა ღია ტესტირების რეჟიმში, რის შედეგადაც ნებისმიერი მოხალისე შეძლებს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას და წვლილის შეტანას, საბოლოოდ კი როდესაც ღია ტესტირებაც დასრულდება – აპლიკაცია გაეშვება დასრულებული სახით.

-სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ აპლიკაციისთვის სხვა ფუნქციების დამატებასაც?

-რა თქმა უნდა, ვაპირებთ მოცემული აპლიკაციის განვითარებას, გეგმაში გვაქვს რომ აპლიკაციას გარდა გასართობისა – შევძინოთ საგანმანათლებლო ხასიათიც, რის შედეგადაც სტუდენტები და მოსწავლეები შეძლებენ საერთ დავალებების შესრულებას ონლაინრეჟიმში, ექნება ისეთი პრაქტიკული ფუნქციები როგორიცაა: ფორმულებისგან გრაფიკების აგება ავტომატურად და გაზიარება სხვებისთვის, კალკულაცია, ინტერფეისში ჩაშენებული ,,ინტერნეტძებნა” და ძებნის შედეგების ნახვება ჩვენება მონაწილეებისთვის. ეს უკანასკნელი მოსწავლეს საშუალებას მისცემს აღმოჩენილი რესურსი მარტივად გაუზიაროს სხვა მონაწილეებს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2