close
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენები გლობალური დაბინძურების მასშტაბზე მეტყველებს

შორეულ ანტარქტიდაზე პლასტმასის ნარჩენები და ტოქსიკური ქიმიკატები აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურების პრობლემა მთელ დედამიწაზე არსებობს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ორგანიზაცია ,,Greenpeace-ი” იუწყება.

2018 წლის დასაწყისში მიკროპლასტმასები – პლასტმასის პატარა ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნარჩენისგან,  სავაჭრო ჩანთებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული, ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან აღებული წყლის 17 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა. ხოლო თოვლის 9 ნიმუშიდან 7-ში ნივთიერება PFA-ი აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოო პროდუქტებში გამოიყენება და ველური სამყაროსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დაბინძურების ნიშნები არქტიკიდან ანტარქტიდამდეა აღმოჩენილი და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა -მარიანას ღრმული, წყნარი ოკეანის ყველაზე უფრო ღრმა ადგილი.

სააგენტო აცხადებს, რომ წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მეათედია ხელახლა გადამუშავებული და ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ აკრძალონ ან დაბეგრონ ერთჯერადი პარკებისა და საკვები კონტეინერების გამოყენება.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid