close
ვლევებიედიცინა

ალკოჰოლი ტვინის ფუნქციის აუარესებს და მის სტრუქტურას ცვლის

ალკოჰოლი ტვინი

ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც კი ტვინის სტრუქტურის ცვლასა და ტვინის ფუნქციის გაუარესებასთანაა დაკავშირებული.

30-წლიანი კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც 550 შუახნის ზედმეტად მსმელი, ზომიერად მსმელი და არამსმელი ადამიანი გამოიკვლიეს, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, ჰიპოკამპის ატროფიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. ეს გახლავთ ტვინის დაზიანების ფორმა, რომელიც მეხსიერებასა და სივრცულ ნავიგაციაზე ახდენს ზეგავლენას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც კვირაში საშუალოდ 30 ერთეულზე მეტი დალიეს, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა ისინიც, ვინც ზომიერად დალია – 14 -21 ერთეული კვირაში -ჰიპოკამპის ატროფიის ბევრად უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არ დაულევია.

მკვლევართა გუნდი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯიდან აცხადებდნენ, რომ მათი შედეგები შეეესაბამება იმ ცვლილებას, რომელიც ბრიტანეთმა ალკოჰოლის დღიური დოზის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაიდლაინებში შეიტანა და რაც ალკოჰოლის დღიური დოზის შემცირებას ითვალისწინებს. თუმცა იგივე კვლევა ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ში დადგენილ ლიმიტს.

აშშ-ის გაიდლაინების თანახმად, კვირაში 24.5 ერთეული ალკოჰოლის მიღება უსაფრთხოა მამაკაცებისთვის, თუმცა კვლევის თანახმად, კვირაში 14-21 ერთეული ალკოჰოლის მიღება ტვინის სტრუქტურის ცვლილებების რისკს ზრდის.

ალკოჰოლის ერთეული დამოკიდებულია სასმელში ალკოჰოლის შემცველობასა და მიღებული ალკოჰოლის რაოდენობაზე და  გამოითვლება შემდეგი ფორმულით

საშ × v: 1000 =  ალკოჰოლის ერთეულს. სადაც საშ არის სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, ხოლო V  – სასმელის მოცულობა. მაგ. გამოვითვალოთ  200 მლ თეთრი ღვინის ალკოჰოლის ერთეული, რომლის ალკოჰოლის შემცველობა არის 14%. 14× 200 :1000 = 2,8 ალკოჰოლის ერთეული.

50  მლ არაყის ალკოჰოლის ერთეული, რომლის საშ  60%-ია,  შეადგენს 60× 50 :1000 = 3,0 ალკოჰოლის ერთეული.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა