close

ჩინეთმა დიდი ტრანფორმაცია განიცადა იზოლირებული, განვითარებადი ქვეყნიდან ეკონომიკურ გიგანტსა და შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფომდე.  თუკი ქვეყნის ბიუჯეტი 1989 წელს  20 მილიარდი აშშ დოლარო იყო, დღეს ის 220 მილიარდამდე გაიზარდა.

ჩინეთის განვითარების მაღალმა ტემპმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია, ხშირად, არასწორი და გაზვიადებული ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებას შორის. განსაკუთრებით მკვეთრია ჩინეთის, როგორც აშშ-ის მოწინააღმდეგის სურათი. მსგავსი მითები ხშირად ფარავს ჩინეთში არსებულ ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციის მაღალი მაჩვენებელი, ნელი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის დაბერების სწრაფი ტემპი.

მითი #1 ჩინეთი გლობალური სამხედრო სუპერძალაა

ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 214 მილიარდი აშშ $-ია. ეს მაჩვენებელი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების საერთო სამხედრო ხარჯების 48 პროცენტის შეადგენს. მართალია, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა, თუმცა მას ნაკლებად აქვს გლობალური სახე.  ჩინეთი მხოლოდ რეგიონალურ დონეზე ცდილობს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას: სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, მაგალითად. ჩინეთს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს რეგიონულ კონფლიქტში, თუმცა ბევრად ჩამორჩება მას სიძლიერით – თუკი კონფლიქტი აზიის ფარგლებს გასცდება.

მითი #2 აშშ-ს ჩინეთის ვალი აქვს 1 ტრილიონი  დოლარი, რაც მას ამერიკაზე ძლიერს ხდის

სახელმწიფო ვალი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიზეზის გამო აქვს. მხოლოდ ევროპულ ობლიგაციებში ჩინეთს 800 მილიარდი აშშ $ აქვს. ეს ფაქტი მას მეტად პრესტიჟულს ხდის, თუმცა არ ეხმარება დიპლომატიურ საქმიანობაში.  თუკი ჩინეთი აშშ-ს დაემუქრება ინვესტიციების შემცირებით, მას მოუწევს ალტერნატიული ინვესტიციების მოძიება ან ნაკლები ექსპორტის გატანა აშშ-ში, რაც ნაკლებმომგებიანი იქნება მისთვის, შესაბამისად, მოვლენების მსგავსი განვითარება თითქმის არ განიხილება.

მითი #3 ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს ინტერნეტზე წვდომას

ტექნოლოგიებში დიდი ინვესტირების მიუხედავად, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მაინც უჭირს კიბერსივრცის გაკონტროლება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთა დაკავშირებული რეგულაციები და შეზღუდვები ჩინეთში უფრო მკაცრია, ვიდრე სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში, სხვადასხვა სოციალური ქსელით მოსარგებლე ადამიანთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სოციალურ მედიაში სწრაფადვე ვრცელდება ინფორმაცია კორუფციის, საჯარო სკანდალის ან საპროტესტო აქციის შესახებ. იმ დროისთვის, როცა სახელმწიფო კონტროლის აღებას ცდილობს, ინფორმაციას უკვე მიყენებული აქვს მმართველი ძალისთვის პოლიტიკური ზიანი.

მითი #4  ჩინეთი არაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და გამონაბოლქვის შესამცირებლად

ჩინეთს ნამდვილად აქვს გარემოსდაცვითი პრობლემები. სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დიდი პოპულაცია მას ენერგიის ერთ-ერთ უდიდეს მომხმარებლად ხდის. როგორც აღმოჩნდა, ჩინეთის ხელისუფლებისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ეკონომიკურ ზრდასა და გარემოსდაცვით, სოციალურ კეთილდღეობას შორის ბალანსის პოვნა. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ნახშირორჟანგის გამოყოფა 2005-2030 წლებშო 60-65 %-ით უნდა შემცირდეს. უფრო მეტი ყურადღება ექცევა მწვანე ენერგიას: მზის პანელების, ჰიდროელექტრო და ქარის ენერგიის გამოყენებას. განახლებადი ენერგიის ხვედრითი წილი საერთო ენერგიის მოხმარებაში თითქმის 20 % გახლდათ.

მითი #5 ჩინეთს კვლავ სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კლებადობით ხასიათდება. მისი მოსახლეობა ბერდება. 60 წელს და უფრო ზემოთ ასაკის ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ნავარაუდევია, რომ 2020 წლისთვის მთელი მოსახლეობის 20%-ს მიაღწევს, რაც გამოიწვევს შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებას და ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდას, მრავალ სხვა პრობლემებს შორის.

ექსპერტთა მოსაზრებით, ინვესტიციაზე დამოკიდებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი მალე უნდა ჩანაცვლდეს უფრო ეფექტიანი, მოხმარებასა და ბაზარზე ორიენტირებული მოდელით.

 

წყარო: The National Interest, The Washington Post

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid