მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 41 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 24 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოიყენებს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ში, სადაც ვაქცინაციის პროგრამა 14 დეკემბერს დაიწყო, ყველაზე მეტი, 7.7 ადამიანია აცრილი, ყოველ 100 სულ მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობით კი მსოფლიოში პირველ ადგილს ისრაელი იკავებს, მეორეზეა- არაბთა გაერთიანებული სამეფო, მესამეზე – ბაჰრეინი, მეოთხეზე კი – შეერთებული შტატები.
| ქვეყანა | გამოყენებული დოზა | ყოველ 100 მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობა |
| მთელი მსოფლიოს მასშტაბით | 24,746,063 | – |
| ჩინეთი | 9,000,000 | 0.64 |
| აშშ | 7,725,000 | 2.35 |
| ისრაელი | 1,692,000 | 18.69 |
| გაერთიანებული სამეფო | 1,488,947 | 2.23 |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1,020,349 | 9.49 |
| რუსეთი | 800,000 | 0.55 |
| იტალია | 583,050 | 0.97 |
| გერმანია | 532,878 | 0.64 |
| კანადა | 294,280 | 0.78 |
| ესპანეთი | 277,976 | 0.60 |
| პოლონეთი | 198,787 | 0.52 |
| საუდის არაბეთი | 130,000 | 0.38 |
| დანია | 112,427 | 1.94 |
| არგენტინა | 107,542 | 0.24 |
| რუმინეთი | 102,301 | 0.53 |
| ბაჰრეინი | 84,157 | 5.67 |
| საფრანგეთი | 80,000 | 0.12 |
| პორტუგალია | 70,000 | 0.68 |
| მექსიკა | 67,468 | 0.05 |
| უნგრეთი | 42,549 | 0.44 |
| საბერძნეთი | 40,163 | 0.37 |
| შვედეთი | 40,000 | 0.39 |
| ნიდერლანდები | 30,000 | 0.17 |
| ხორვატია | 24,985 | 0.61 |
| ლიეტუვა | 22,191 | 0.80 |
| ჩეხეთი | 19,918 | 0.19 |
| სლოვაკეთი | 19,727 | 0.36 |
| სლოვენია | 19,523 | 0.94 |
| ნორვეგია | 17,337 | 0.32 |
| ავსტრია | 15,905 | 0.18 |
| ირლანდია | 15,314 | 0.31 |
| ომანი | 14,980 | 0.36 |
| ბულგარეთი | 13,473 | 0.19 |
| ფინეთი | 11,135 | 0.20 |
| ჩილე | 10,699 | 0.06 |
| ესტონეთი | 10,197 | 0.77 |
| ლატვია | 4,595 | 0.24 |
| ქუვეითი | 2,500 | 0.05 |
| კოსტა რიკა | 2,455 | 0.05 |
| ლუქსემბურგი | 1,200 | 0.20 |
| გვინეა | 55 | 0.00 |
მსოფლიოს აღნიშნულ ქვეყნებში ვაქცინაცია, ჯერჯერობით, ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი, ამერიკული კომპანია Moderna– ს, ბრიტანული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინით, ჩინური Sinopharm-ისა და რუსული „გამალეიას ინსტიტუტის“ ვაქცინებით ხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 90 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 64 მილიონზე მეტი და დაღუპულია 1.9 მილიონი ადამიანი.
წყარო : bloomberg.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”






