close
ეს საინტერესოა

ქართველი დიდოსტატის სახელი NETFRIX-ის ახალ სერიალში გაჟღერდა

სავარაუდოდ თქვენ უკვე გსმენიათ NETFLIX-ის ახალი და ძალიან საინტერესო სერიალის ,,ლაზიერის გამბიტის” შესახებ, რომელიც ამერიკელი მოჭადრაკის ისტორიას მოგვითხრობს. სერიალის მთავარი გმირი ბეტ ჰარმონი ერთ-ერთ სერიაში, როდესაც იგი საბჭოთა კავშირში იმყოფება ჩემპიონატზე, ახსენებს ქართველ დიდოსტატს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს,  ნონა გაფრინდაშვილს.

მართალია ბეტ ჰარმონის პერსონაჟი რეალური არ არის, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილი ნამდვილად იყო XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. მისი პირველი ტიტულის მოპოვებიდან 50 წელზე მეტი გავიდა, ნონა კი ისევ აქტიურად განაგრძობს ასპარეზობას ტურნირებში. მისი აქტიურობა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, მაგრამ  პანდემიის შემდეგ ისევ აპირებს ტურნირებში მონაწილეობას 79 წლის ასაკში.

სერიალში ,,ლაზიერის გამბიტი” ნონა გაფრინდაშვილზე ამბობენ, რომ არსებობს ქალი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც კაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია. ეს კი ქართველი დიდოსტატისთვის მეტად გასაკვირი ინფორმაცია აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში, რომელსაც სერიალი აღწერს, ნონას უკვე ჰქონდა მოგებული ერთ-ერთი მთავარი ჩემპიონატი, რომელშიც მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. დიდოსტატის ამ კომენტარს შემდეგში NETFLIX გამოეხმაურა.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული უზუსტობისა, გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ისეთი სერიალების გადაღება, როგორიცაა ,,ლაზიერის გამბიტი” მომავალშიც გაგრძელდება, რაც გავლენას მოახდენს ჭადრაკის დონის ამაღლებაზე და მეტ ყურადღებასა და ინტერესს გამოიწვევს ჭადრაკის მიმართ.

წყარო: Thomson Reuters Foundation

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0