close
მსოფლიო

ტასმანიაზე დადგამენ “დედამიწის შავ ყუთს”, რომელიც მომავალ თაობებს პლანეტაზე მომხდარი მოვლენების შესახებ ამცნობს

ავსტრალიაში მდებარე კუნძულ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე მალე განთავსდება “დედამიწის შავი ყუთი”. ფოლადის უზარმაზარი კონსტრუქცია მზის ენერგიაზე მომუშავე მყარი დისკებით იქნება აღჭურვილი და სხვადასხვა სამეცნიერო მიღწევებისა და მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემათა შესახებ მუდმივად განახლებად მონაცემებს შეინახავს.
მყარ დისკებზე იქნება ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებთან, გარემოს დაბინძურებასთან, ცხოველთა სახეობების გადაშენებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ თაობებს პლანეტაზე მომხდარი მოვლენების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ კომპანიები “Clemenger BBDO” და “Glue Society” ტასმანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. საკმაოდ დიდი ზომის კონსტრუქციის სრულყოფა 2022 წელს იგეგმება. იდეის ავტორთა განცხადებით – „ამ მოწყობილობის მიზანია იმ მოვლენათა მიუკერძოებლად აღწერა, რომლებიც პლანეტას აღსასრულს უქადის, მომავალი თაობებისთვის ანგარიშის მიწოდება და სასწრაფო მოქმედების შთაგონება. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ეს ამბავი”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0