close
ემიგრანტი

“მეორე ქართველთან ურთიერთობაში აისახება ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი” – მიქაელ მთაწმინდელი

Დოქტრინა“ ისრაელში მოღვაწე ემიგრანტს მიქაელ მთაწმინდელს გაგაცნობთ. რომელიც ამჟამად დასაქმებილოა ჰაიტეკში ( მაღალიტექნოლოგიები) ლოგისტიკის განყოფილებაში. მიქაელი ქველმოქმედი ემიგრანტია, რომელიც არ ივიწყებს თავის სამშობლოს და ქართველ ერს.

რამდენი წელია დატოვეთ სამშობლო და რა მიზნით წახვედით?

საქართველო პირველად დავტოვე 2012 წელს. პირველი გასვლა მქონდა ევროპაში, რომლის მიზანი იყო მოგზაურობა და მუშაობა. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და სამი თვით, ტურისტულად, წავედი ისრაელში. მიზანი იგივე იყო, მოგზაურობა, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ამ დროს გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც არის ისრაელის მოქალაქე და დავიწყეთ საბუთების მოგვარება, რომ გვქონდოდა სრულფასოვანი ოჯახი და დავრჩით ისრაელში.

როგორც ვიცით აგროტექნოლოგი ხართ. რამდენად მოთხოვნადია აგრონომია ისრაელში და რა მთავარ განმასხვავებელ ნიშანის დაასახელებდით საქართველოსთან მიმართებაში?

ისრაელში აგრონომია ძალიან პრიორიტეტულია. ყველაფერი თითქმის ამ სფეროზეა დამოკიდებული, ამიტომ მუდამ ვითარდება და ყოველ წელს რაღაც ინოვაცოური ხდება. გეცოდინებათ, ისრაელმა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს შესთავაზა ხორბლის ალტერნატივა.
სხვათაშორის საქართველოდან ხდება სრუდენტების ან კურს დამთავრებულების გამოგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს ადამიანები ბრუნდებიან ქვეყანაში და უკეთებენ რეალიზებას ამ ღირებულ ცოდნას და გამოცდილებას. ვფიქრობ, რომ საქართველო არ იყენებს საკუთარ უმდიდრეს რესურს ამ სფეროში. კარგი იქნებოდა თანამშრომლობა, ამ კუთხით. ისრაელს და საქართველოს შორის. რადგან, ჩვენ გვაქვს ბუნებრივი რესურსები. ხოლო, ისრაელს აქვს თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ ორი კომპონენტის სინთეზით შესაძლებელია კარგი შედეგის დადება.

რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში კარიერული წარმატებია მიღწევა და რას ურჩევდით იმ ადამიანებს რომლებიც ახლა იწყებენ ამ პროცესს?

პირველ რიგში აქ არის პრაგმატული და ბიოროკრატიული მხარე . პრაგმატული არის ენის ფლობა, აუცილებელია ჩასვლისთანავე დაიწყო შესწავლა, რომ გასცდე “შავ სამუშაოს”. მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორია თან წაიყო რაც შეიძლება მეტი დოკუმენტი, დიპლომი და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნათარგმნი. წარმატების ეფექტურობის კუთხით შესაძლოა ამ საბუთების უქონლობამ შექმნას პრობლემა. ასევე დავამატებ, არ ვიცი რისი დამსახურებაა , მაგრამ ქართველებს საკმაოდ კარგად გამოგვდის უცხოეთში თავის დამკვიდრება ინდივიდიალურ დონეზე . ქართველები ჩემი გამოცდილებით თითქმისს ყოველთვის გამოკვეთილები არიან.

ხომ არ ფიქრობთ სამშობლოში დაბრუნებას?
რათქმაუნდა ვაპირებ დაბრუნებას. ჩემი მიზანია, ჩამოვიდე რაც შეიძლება მალე. რადგან, მსურს ჩემმა შვილებმა სკოლა საქართველოში დაასრულონ და მიიღონ ქართული განათლება. სხვათაშორის ისრაელში მყოფი ქართველების უმრავლესობა ამ განწყობით არის.

როგორც ვიცით რელიგიური ადამიანი ბრძანდებით როდის დაიწყეთ ტაძარში სიარული და რას უსურვებთ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას?
ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს პერიოდი, რომ მე რწმენის გარეშე ვყოფილიყავი. ტაძარში სიარული დავიწყე 1995 წელს. ამჟამად, წმინდა გიორგის საფლავზე მდებარე ტაძარში ვმედავითნეობ, ვსტიქაროსნობ და ვითავსებ იპოდიაკვნის ფუნქციებსაც შიგადა შიგ, ტაძრის წინამძღვრის კურთხებით.. ვატარებთ მსახურებებს ქართულ ენაზე და გვაქვს პატარა საქართველო აქ, რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი ქვეყნის ნოსტალგია. მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა, გამძლეობა და იმ ჯვრის ბოლომდე ტვირთვას რაც ღმერთმა უბოძა , ძალიან მძიმე ჯვარია. ეკლესიას კი ვუსურვებდი მეტ მისიონერულ და საგანმანათლებო მოღვაწეობას.

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? როგორც ვიცით აპირებთ აქტიურად ჩაერთოთ დავითიანნის და საპატრიარქოს საქველმოქმედო პროექტში, კერძოდ ემიგრანტთა ფონდის განვითარებაში, ამ გეგმებზეც რომ გვესაუბროთ

დიახ, ეს აზრი დამებადა მე ორი წლის წინ. დღეს საქართველოში რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმ ემიგრანტების რაოდენობა საკმაოდ დიდია რომლებისთვისაც საქართველო ძალიან ძვირფასია. არ არსებობს ცალკეულად და აბსტრაქტულად მხოლოდ საქართველო . საქართველო არსებობს ქართველისადმი გულმხურვალე დამოკიდებულებაში, მეორე ქართველთან ურთიერთობაში აისახება ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით შესაძლებლობისამებრ უნდა ავიღოთ ის მინიმუმი რისი საშუალებაც გვექნება და ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ შედებს. ეს არის ის მინიმუმი რაც შეგვიძლია ქვეყანას გავუკეთოთ ერთიანი ძალებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0