close
ეს საინტერესოა

კორეული ტუალეტი ექსკრემენტების სანაცვლოდ სტუდენტებს ფულს უხდის

რას იტყოდით თუკი ტუალეტის გამოყენებით შეძლებდით გადაგეხადათ ყავის ან ბანანის საფასური? სწორედ ეს ხდება სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში, სადაც ადამიანის ნარჩენებს იყენებენ შენობისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად.
ტუალეტი BeeVi იყენებს ვაკუუმის ტუმბოს იმისათვის, რომ ნარჩენები მიწისქვეშა ბიორეაქტორში გადავიდეს ნაკლები წყლის დახმარებით. ბიორეაქტორში არსებული მიკროორგანიზმებით კი ნარჩენები მეთანად იქცევა, რომელიც ხდება ენერგიის წყარო შენობისთვის და ამუშავებს გაზქურას და ა.შ.
გამოგონების ავტორი არის Uslan-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ურბანული და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ჩო ჯაე-ვეონი, რომელმაც ასევე მოიფიქრა ვირტუალური ვალუტა, სახელად Ggool. ეკოლოგიური ტუალეტით მოსარგებლე თითოეული ადამიანი დღეში 10 Ggool-ს გამოიმუშავებს, რისი საშუალებითაც სტუდენტებს შეუძლიათ ვალუტის გამოყენება ყავის, ხილის, წიგნების და სხვა სასურველი პროდუქციის შესაძენად.
გამოგონების ავტორის განცხადებით, ადამიანი საშუალოდ 500 გრამამდე ფეკალიების დეფეკაციას ახდენს, რაც შესაძლოა გარდაიქმნას 50 ლიტრ მეთანის გაზად, ეს კი 0,5 კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საკმარისია, ან მანქანის მართვისთვის დაახლოებით 1,2 კმ-ის მანძილზე.

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0