close
ისტორიარელიგია და მეცნიერება

უძველესი ქრისტიანული მონასტრის ისტორია არაქრისტიანულ ქვეყანაში

სუმელას მონასტერი გახლავთ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესი მონასტერი, რომელიც არ მდებარეობს ქრისტიანულ ქვეყანაში. იგი დააარსა IV საუკუნეში ორმა ათენელმა ბერმა, სახელად ბარნაბა და სოფრონმა. მონასტერი მდებარეობს 1200 მეტრის სიმაღლის ციცაბო კლდეზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ტრაპიზონში. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მონასტერი რამდენჯერმე განადგურდა და აღდგა სხვადასხვა იმპერატორის ხელით. დღევანდელი სახე კი მეცამეტე საუკუნეში მიიღო. მონასტრის კედლებს დღემდე ამშვენებს მე-18 საუკუნით დათარიღებული ულამაზესი ფრესკები, რომელზეც გამოსახულია ბიბლიური სცენები.
მონასტერი წლების განმავლობაში რჩებოდა პოპულარულ ადგილად ბერებისა და მოგზაურებისთვის. 1923 წლის შემდეგ, სუმელას მონასტერი მიატოვეს ბერძნებმა, რის შემდეგად მონასტერი მუზეუმად და პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა მისი განსაცვიფრებელი მდებარეობის, პეიზაჟების, ისტორიული და რელიგიური დატვირთვის გამო. მონასტერს ხშირად სტუმრობენ მომლოცველები საქართველოდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან. 1922 წლიდან შეწყვეტილი ღვთისმსახურება აღდგა 2010 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე. სუმელას მონასტერი ითვლება არა მარტო ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0