close
importance-of-employee-motivation

ნებისმიერი მოქმედების განხორციელება ხდება მოტივაციის საფუძველზე. ის მნიშვნელოვან
როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
ადამიანთა უმრავლესობას სურთ, სულ მცირე ერთი რამ მაინც შეცვალონ თავიანთ
ცხოვრებაში. ცვლილებების დაწყება მოითხოვს მოტივაციის არსებობას, რაც დიდი
გამოწვევაა. ეს კი მათ ეხმარება, მოტივაციის გზების პოვნაში (healthdirect).
მოტივაცია არის შინაგანი ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ (Lyn Christian, 2019). ეს
არის პროცესი, რომელიც იწყებს, ხელმძღვანელობს და ინარჩუნებს მიზანზე ორიენტირებულ
მოქმედებას. მოტივაციაში ჩართულია ბიოლოგიური, ემოციური, სოციალური და
კოგნიტური ძალები, რომლებიც ააქტიურებენ ქცევას. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც
ოდესმე ჰქონია მიზანი, ალბათ აანალიზებს, რომ რაიმეს შესასრულებლად, მხოლოდ
სურვილი, არ არის საკმარისი. მიზნის მიღწევა მოითხოვს თავდაჯერებულობას, საკუთარ
თავზე ინიციატივის აღებას, დაბროკლების გადალახვისა და გამძლეობის უნარს,
სირთულეების არსებობის მიუხედავად.
არსებობს მოტივაციის სამი ძირითადი კომპონენტი (Kendra Cherry, 2020):
 მიზნის დასახვა
 მოქმედება
 ინტენსივობა
იმისათვის, რომ გვქონდეს მოტივაცია, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის არსებობა, რაც
გავლენას ახდენს მასზე (healthdirect). ესენია:
 რამდენად დიდია სურვილი მიზნის მისაღწევად
 მიზნის მიღწევის შემთხვევაში რას მოვიპოვებთ
 პირადი მოლოდინები
დრო
ხშირ შემთხვევაში, გვსურს სასურველი მიზნის მიღწევა, რაც შეიძლება მოკლე დროში
(სწრაფად). თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება და უნდა გავაანალიზოთ, რომ ცხოვრებაში
ცვლილებების განხორციელება მოითხოვს მოთმინებას. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც
შემართებით და მოტივაციის მაღალი დონით ვიწყებთ, ჩვენს მიერ დასახული მიზნისკენ
სწრაფვას, მაგრამ ვერ ვიღებთ იმ შედეგებს, რა მოლოდინებიც გვქონდა, თითქოს რაღაც
2
არასწორადაა. ამ შემთხვევაში, ფრუსტრირების შეგრძნება სრულიად ბუნებრივი პროცესია და
რთულია ასეთ დროს, მოტივაციის შენარჩუნება (Lyn Christian, 2019). თუმცა, ასეთ
შემთხვევებშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. არსებობს საშუალებები, რომლის
გამოყენების დროსაც, ხდება დაკარგული მოტივაციის დაბრუნება (healthdirect).
როგორ მოვიპოვოთ მოტივაცია?
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს მოტივაციაზე ზეგავლენის მოხდენა. თუ გრძნობთ, რომ თქვენი
მოტივაციის დონე დაიწია, არსებობს ნაბიჯები, რომელთა გამოყენებისას, მარტივია
სასურველი მოქმედების განხორციელება:
 რეგულარულად გადახედეთ თქვენს მიზნებს. ასევე, თვალი გადაავლეთ უკვე
დასრულებულ საქმიანობას და გააანალიზეთ, რაში ხართ ძლიერი. როდესაც
პროგრესს ხედავთ, ეს საკუთარი თავის დიდი მოტივატორია და აუმჯობესებს,
თქვენს თვითშეფასებას
 გადახედეთ თქვენს მიზნებს და ნახეთ, რეალურ დროში არის თუ არა გაწერილი
 შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი მიზნის რამდენიმე ნაწილად დაყოფა,
იმისათვის, რომ მარტივად მიღწევადი იყოს
 მარტივია იყო დემოტივირებული, თუ რაიმეს ვერ აკეთებთ მოკლე დროში.
გაიხსენეთ, რომ თქვენს მიერ დასახული მიზნის მიღწევა, მოითხოვს დროს
 მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მეთოდმა კარგად იმუშავა სხვაზე, არ ნიშნავს, რომ ის
თქვენთვისაც წარმატებული გზა იქნება
 აიღეთ მაგალითი სხვებისგან
 „არ შემიძლია“ -ს მაგივრად თქვით „მე შემიძლია“
 გამოიყენეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები, როგორც მხარდამჭერი ძალა –
მოუყევით მათ თქვენი მიზნების შესახებ და წაახალისეთ ისინი, ხელი შეგიწყონ,
რომ იყოთ მოტივირებულები
 გარშემო იყოლიეთ დადებითი ადამიანები. პოზიტიური მეგობრები და ოჯახის
წევრები აძლიერებენ პოზიტიურ საუბარს საკუთარ თავთან
 გააგრძელეთ ახალი მიზნების დასახვა. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გინდათ
მიაღწიოთ მომავალ კვირას, მომავალ თვეში და მომავალ წელს
3
 ყოველდღიურ მიზნებში ჩასვით ფიზიკური ვარჯიში, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი
მენტალური ჯანმრთელობა
 ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა შეისვენოთ და თავიდან დაიწყოთ (healthdirect).
როდესაც არ გაქვთ მოტივაცია, რომ დაასრულოთ თქვენს მიერ შესასრულებელი
დავალება/საქმიანობა, ან თუნდაც გიჭირთ დაწყება, გააანალიზეთ შესაძლო მიზეზები, თუ
რატომ ხდება ასე. შემდეგ, შეიმუშავეთ გეგმა, დაეხმაროთ თქვენს თავს, გახდეთ
მოტივირებულები (Amy Morin, LCSW, 2020).
მოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორები
ადამიანთა უმრავლესობა, რაიმე საქმიანობის შესრულების შემდეგ, ელოდება ჯილდოს. იცის,
რომ თუ მასზე დაკისრებულ საქმიანობას გააკეთებს, სასურველი შედეგის მიღების შემდეგ,
მიიღებს დადებით უკუკავშირს სხვის მიერ, ან თუნდაც საკუთარი თავის მიერ. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის მოტივაციაზე. ამიტომ,
დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, როდესაც მიაღწევთ მიზანს. საკუთარი თავის მიმართ
დადებითი უკუკავშირი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაციის შესანარჩუნებლად
(healthdirect).
როდესაც მოტივირებული ხართ მიზნის მისაღწევად, როდესაც შიშსა და დაბრკოლებას
გადალახავთ და თქვენს მიზანს მოიყვანთ სისრულეში, ეს აჩენს შინაგან სანდოობას, სცადოთ
კიდევ ახალი. მოტივირებულ ადამიანებს, ერთდროულად აქვთ რამდენიმე მიმდინარე
პროექტი, რადგან მათ გადალახეს ბარიერები და ხედავენ პოზიტიურ შედეგებს, რაც მატებს
კიდევ მეტ მოტივაციას, დაიწყონ ახალი საქმიანობა (Natalie Cook, 2017).
მოტივაცია მიმზიდველი თვისებაა და შეუძლია სხვების შთაგონება, გააკეთონ რაიმე მათ
ცხოვრებაში. თუ თქვენ ოდესმე შეხვედრილხართ თვითმოტივირებულ ადამიანს, მყისიერად
იგრძნობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზნებს, რადგან მათი პოზიტივი და
მიზანდასახულობა, ამაღლებს თქვენს რწმენას. მოტივირებულ ადამიანს შეუძლია აამაღლოს
თქვენი მოტივაციის დონე (Natalie Cook, 2017).
კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა, მოტივაციის მნიშვნელოვანი
ფაქტორია. 2011 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევის შედეგებით
გამოვლინდა, რომ დამარცხების შემდეგ, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა, ზრდის
მოტივაციას. მას შემდეგ, რაც სტუდენტები ჩაიჭრნენ ტესტირების შედეგად, მათ დაიწყეს
4
საკუთარ თავზე თავაზიანი საუბარი და მეტ დროს უთმობდნენ მეცადინეობას. გარდა ამისა,
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მეტი მოტივაცია აქვთ შეცვალონ საკუთარი სისუსტეები,
როდესაც განიცადეს თვით თანაგრძნობა, მიიღეს საკუთარი თავი (Amy Morin, LCSW, 2020).
როგორ დავიწყოთ მიზანზე მუშაობა?
თავდაპირველად, იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ ისახავთ მიზნებს და რისი შეცვლა გსურთ? რა
არის ის შემდეგი საქმე, რის შესრულებასაც ისურვებდით? როგორც ზევით აღვნიშნეთ,
სასურველია, თქვენი ძირითადი მიზანი დაყოთ რამდენიმე მცირე, სპეციფიკურ და
გაზომვად ნაწილებად. მცირე მიზნის განხორციელება უფრო მარტივია. მიზნები უნდა
შეფასდეს სირთულის დონის მიხედვით. თუ დასახული მიზნის მიღწევა რთულია,
შესაძლოა შეგაშინოთ მასზე მუშაობის დაწყებამ. თუ მარტივია, არსებობს ალბათობა იმისა,
რომ ძალიან მოსაწყენი გახდეს მასზე მუშაობა, სანამ დაასრულებთ. ამიტომ, დააბალანსეთ
რეალისტური გამოწვევები და დარწმუნდით, რომ მათი გადალახვა შეგიძლიათ (Psychology
Today).
მიზეზები და რეკომენდაციები
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მოტივაციის ნაკლებობას განვიცდით. ერთ-ერთი
მათგანი შეიძლება იყოს დეპრესია. თუმცა სხვა გამომწვევი მიზეზიც შეიძლება არსებობდეს.
მაგ. შესაძლებელია მოტივაციის ნაკლებობა გვქონდეს იმ შემთხვევაში, თუ მიზნის მიღწევის
დროს შეგვხვდა სირთულეები, ან გვქონდა ისეთი გამოცდილება, რამაც თვით სანდოობა
დააზიანა (Daniela Ginta, 2016).
რომ შევაჯამოთ, მოტივაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენს არჩევანზე ზეგავლენას ახდენს მოტივაცია და
თუ ფიქრობთ, რომ რაიმე საქმიანობას ვერ ართმევთ თავს და თქვენი მოტივაციის ნაკლებობა
გრძელდება ორი კვირა ან უფრო დიდხანს, სასურველია მიმართოთ სპეციალისტს, რადგან
მოტივაციის ნაკლებობა აზიანებს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას (Amy Morin, LCSW, 2020).
მიიღეთ რჩევები გამოცდილი, ბრძენი ადამიანებისგან და დარჩით პოზიტიურები. აღნიშნეთ
თქვენი თითოეული წარმატება, თქვენ ამას იმსახურებთ, რადგან დიდი ოცნების ასრულება
მარტივი არ არის (Lyn Christian, 2019).

5
გამოყენებული მასალა:
1. Amy Morin, LCSW. (2020, March 29). Verywell Mind. Retrieved from
https://www.verywellmind.com/what-to-do-when-you-have-no-motivation-4796954
2. Daniela Ginta. (2016, May 31). healthline. Retrieved from
https://www.healthline.com/health/depression/depression-motivation-tips#tips
3. healthdirect. (n.d.). Retrieved from https://www.healthdirect.gov.au/motivation-how-to-get-startedand-staying-motivated
4. Kendra Cherry. (2020, Updated on April 27). Retrieved from https://www.verywellmind.com/what-ismotivation-2795378
5. Lyn Christian. (2019, September 30). Soul Salt. Retrieved from https://soulsalt.com/self-motivation/
6. Natalie Cook. (2017, February 24). Retrieved from https://www.nataliecook.com/blog/whymotivation-is-important-in-life
7. Psychology Today. (n.d.). Retrieved from https://www.psychologytoday.com/us/basics/motivation

 

მასალა მოამზადა :ნინო ჩხაიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი