close
ქიმია

ნობელის პრემიის გამარჯვებული გენეტიკური „მაკრატლის“ გამომგონებელი ორი მეცნიერი ქალი გახდა

2020 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები ქიმიის დარგში ორი მეცნიერი ქალი გახდა, რომლებმაც გენეტიკური „მაკრატელი“ გამოიგონეს.

ფრანგმა მიკრობიოლოგმა ემანუელ შარპანტიემ და ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა ჯენიფერ დუდნამ 10 მილიონი შვედური კრონის (1.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ფულადი ჯილდო გაინაწილეს.

შარპანტიესა და დუდნას გამარჯვება CRISPR/Cas9-ის ტექნოლოგიის შექმნისთვის ხვდად წილად. ეს არის გენომის რედაქტირების მეთოდი, რომლის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ-ი შეცვალონ.

CRISPR/Cas9  იმედს იძლევა, რომ შესაძლებელი გახდება კიბოს მკურნალობის ახალი თერაპიების განვითარების ხელშეწყობა და მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნება.

აღმოჩენის შესახებ შარპანტიემ 2011 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს, მან თანამშრომლობა დაიწყო კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთან ჯენიფერ დუდნასთან, რომელიც გამოცდილ ბიოქიმიკოსი იყო.

51 წლის შარპანტიე და 56 წლის დუდნა მეექვსე და მეშვიდე ქალები გახდნენ მსოფლიოში, რომლებმაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0