close
სტრონომია - კოსმოსი

მსახიობი უილიამ შატნერი დღეს კოსმოსში გაფრინდება და ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდება🚀

FE973101-14BC-4D4B-9C9B-B2F58698A910

საკულტო სერიალის „ვარსკვლავური გზა“ მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი უილიამ შატნერი დღეს კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი დედამიწიდან Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის რაკეტით გაფრინდება. მასთან ერთად კოსმოსში Blue Origin-ის ვიცე-პრეზიდენტი ოდრი პაუერსი, სატელიტური კომპანია Planet-ის თანადამფუძნებელი კრი ბოშუიზნი და კორპორაცია Dassault Systèmes-ის ხელმძღვანელი გლენ დე ვრისი იმოგზაურებენ.

რაკეტა სტარტს რამდენიმე საათში აიღებს, ფრენა კი სულ 10 წუთს გაგრძელდება. 90 წლის შატნერი ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდება.

„ვარსკვლავური გზა“ (Star Trek) პირველად ეთერში 1966 წელს გავიდა. 1979 წლიდან გამოჩნდა სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. დღეისთვის გადაღებულია 7 ტელესერიალი (მათ შორის ერთი — ანიმაციური) და 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი. შატნერმა სერიალში კოსმოსური ხომალდის USS Enterprise​ კაპიტნის, ჯეიმს კირკის როლი შეასრულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი