close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მარსის „დიდ კანიონში“ წყალი აღმოაჩინეს

მარსის გარშემო მოძრავი კოსმოსური ზონდის Trace Gas Orbiter-ის (TGO) მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზის დროს მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე მდებარე, „მარინერის ხეობების“ სახელწოდებით ცნობილ კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ნაშრომი ​2022 წლის მარტში გამოქვეყნდება გამოცემა.

ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მიერ მისია ExoMars-ის ფარგლებში მარსისკენ გაშვებული აპარატი ხელსაწყო Fine Resolution Epithermal Neutron Detector-ით, იმავე FREND-ით არის აღჭურვილი, რომელსაც წყალბადის დაფიქსირება შეუძლია.

მარსზე წყლის არსებობა აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა, თუმცა ამ დრომდე ის ძირითადად ციური სხეულის ცივ, პოლარულ რეგიონებში ყინულის სახით იყო აღმოჩენილი. კანიონთა სისტემა „მარინერის ხეობები“ წითელი პლანეტის ეკვატორის გასწვრივ მდებარეობს, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე აპარატებმა, რომლებსაც მხოლოდ პლანეტის ზედაპირის გამოკვლევის შესაძლებლობა ჰქონდათ, წყალს ვერ მიაგნეს. რაც შეეხება Trace Gas Orbiter-ს, მისი დეტექტორი ნივთიერებებს დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე აკვირდება. პლანეტის ეკვატორთან ახლოს, ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ ყინულის ფორმით წყლის მარაგს მეცნიერებმა სწორედ მისი დახმარებით მიაკვლიეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response