close
ვლევები

მეცნიერებმა მამაკაცებში ახალი მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს

dreamstime_s_110817981

ინგლისის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა იშვიათი და მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც VEXAS-ის სინდრომით არის ცნობილი. ამის შესახებ ცნობები გამოცემა New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ VEXAS-ის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი.

ექსპერტების ცნობით, მათ მიერ აღმოჩენილი პათოლოგია, რომელიც გენური მუტაციებით არის გამოწვეული, ადამიანის ორგანიზმში თრომბების გაჩენას იწვევს. უფრო მეტიც, შემთხვევათა 40 პროცენტში დაავადება ფატალურად მთავრდება.

VEXAS-ის სინდრომმა შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტების ფილტვისა და ხრტილის ქსოვილებზეც.

მეცნიერებმა ამ დროისათვის ამერიკის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შეერთებულ შტატებში ამ დაავადებით სულ მცირე ასობით პაციენტი იტანჯება, თუმცა, ვინაიდან კვლევები საწყის ეტაპზეა, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.

„ეს პაციენტები ნამდვილად ავად არიან და ვერ აცნობიერებენ რა სჭირთ. ისინი არ რეაგირებენ მკურნალობაზე, მათ შორის, დაავადების განკურნება შეუძლებელია ქიმიოთერაპიითაც”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი, დოქტორი დენ კასტნერი.

თუმცა, სინდრომის აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალება ეძლევათ. VEXAS-ის სინდრომის შემდგომი მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ძვლის ტვინის გადანერგვას ან, გენის რედაქტირების თერაპიას.

წყარო – report.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი