close
ს საინტერესოა

იტალიაში კოვიდპასპორტები საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო ხდება

3456789

იტალია პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ე.წ. კოვიდპასპორტების წარდგენა
საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო ხდება.
ახალი წესის თანახმად, რომელიც 15 ოქტომბერს ამოქმედდება და წლის
ბოლომდე დარჩება ძალაში, ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება
დაამტკიცოს, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს,
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა ან კორონავირუსზე ბოლო 48 საათში
ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც „მწვანე საშვის“ წარდგენას ვერ შეძლებს,
საქმიანობის უფლებას დროებით, ანაზღაურების გარეშე შეუჩერებენ.
იტალიაში „მწვანე საშვი“ პედაგოგებისა და საჯარო სექტორის სხვა
მუშაკებისთვის სავალდებულო რამდენიმე კვირის წინ გახდა, ჯანდაცვის
სფეროში დასაქმებული პირებისთვის კი – აპრილიდან.
„ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ და მისი
გავრცელების შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციით
შეგვიძლია,“- განაცხადა იტალიის რეგიონალური საკითხების მინისტრმა
მარიასტელა ჯელმინიმ.
ცნობისათვის, ამჟამად იტალიაში 12 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის თითქმის
75%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს
გაკეთებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი