close
ექნოლოგიები

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოების გამოსავლენად, Apple-ი მომხმარებლების iPhone-ებს დაასკანირებს

65678778

კომპანია Apple-ში აცხადებენ, რომ iOS-ისა და iPadOS-ის ახალ ვერსიებს, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, კრიპტოგრაფიის ახალი აპლიკაციები ექნება, რომლებიც, მომხმარებლის კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელების შეზღუდვას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ BBC წერს.

სისტემა გამოიყენებს სურათების შედარების მექანიზმს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის უკვე გამოვლენილი სურათების მონაცემთა ბაზასთან, რომელიც შედგენილია აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრისა (NCMEC) და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ.

ტექნოლოგიით, გამოსახულებები ციფრულ კოდებად „გადათარგმნეს“, რომელთაც Apple-ის მოწყობილობებში არსებულ მასალებს შეადარებენ. თუ კავშირი დადგინდება, საქმე მხოლოდ ტექნოლოგიის მიერ დადასტურებაზე არ შეჩერდება; მას ადამიანებიც შეისწავლიან და საბოლოოდ, თუ გამოვლინდება, რომ ფოტო მართლაც შეიცავს ბავშვზე ძალადობის ამსახველ სურათს, ამის შესახებ სამართალდამცველებს აცნობებენ. იქამდე კი, მოწყობილობას, სადაც მასალა ინახება, დისტანციურად გამორთავენ.

ექსპერტების ნაწილი სიახლეში საფრთხესაც ხედავს და აცხადებს, რომ შეიძლება, ტექნოლოგია ავტორიტარული მთავრობების მიერ მოქალაქეების თვალთვალისთვის გამოიყენონ.

ახლი ტექნოლოგია მხოლოდ აშშ-ი მცხოვრებ მომხმარებლებზე გავრცელდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი