close
მედიცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა თაგვი დიაბეტისგან 2 კვირაში განკურნეს

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში მდებარე ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედებით თაგვები დიაბეტისგან განკურნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებად გადააქციეს, შემდეგ კი მათი საშუალებით დიაბეტით დაავადებულ თაგვს უმკურნალეს და 2 კვირაში ის სრულად განიკურნა.

ამ უჯრედების საშუალებით თაგვის ორგანიზმი სწრაფად გამოყოფდა ინსულინს და სწრაფად არეგულირებდა შაქრის მაღალ მაჩვენებელს. „თაგვების სისხლში შაქრის შემცველობა დეცილიტრზე 500 მილიგრამს აღემატებოდა, რაც ადამიანისთვის მომაკვდინებელი მაჩვენებელია. როდესაც მას ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები შევუყვანეთ, ორ კვირაში თაგვების სისხლში გლუკოზის დონე ნორმას დაუბრუნდა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეცვლილა“, – განაცხადა ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა, ჯეფრი მილმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0