close
საქართველოტურიზმი

,,Wizz Air-ი” ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს 105 ლარად განახორციელებს

 ავიაკომპანია ,,Wizz Air-ი” ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი ,,აირბას A320” და 230-ადგილიანი  ,,აირბას A321” ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

,,სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ – განაცხადა ,,ვიზეარის” კომუნიკაციების მენეჯერმა, სორინა რაციმ.

 

ავიაკომპანია ,,ვიზეარი”  მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. ავიაკომპანიის ცნობით, ისინი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობენ, რის გამოც “ვიზეარი”, 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით, 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid