close
ეს საინტერესოა

უცნაური კაცი, რომელიც 63 წელის განმავლობაში ედგარ პოს საფლავს სტუმრობს

“18 იანვრის ღამე. ბალტიმორი. მიტოვებული სასაფლაო. სასახლის ფანჯრები სასაფლაოს გადაჰყურებს. ფანჯდებთან მდუმარედ დგანან ადამიანები. სასაფლაოს ჭიშკართან ხალხს მოუყრია თავი. ყოველ მათგანს ვიდეოკამერა, ჭოგრიტი და ფოტოკამერა უჭირავს ხელში.

ოთხის ნახევარია. სასაფლაოს ჭიშკარში შედის შავლაბადიანი ახოვანი მამაკაცი. სახეს კაპიუშონი

ხელში მომცრო ფუთა უჭირავს. მამაკაცი ერთ-ერთ საფლავთან შეჩერდა, რამდენიმე წამს გარინდული იდგა, შემდეგ საფლავის ქვას ხელით შეეხო, ფუთა იქვე დადო და სიბნელეში გაუჩინარდა. ვერცერთმა ვერ მოასწრო მისი გადაღება. საფლავზე იდო სამი წითელი ვარდი და კონიაკ “მარტელის” ჩანახევრებული ბოთლი.

ეს რიტუალი 63 წელია რაც გრძელდება.

პირველად უცნაური კაცი საფლავთან გამოჩნდა 1949 წლის 18 იანვარს, მწერლის დაბადების დღის წინა დღეს. ეს მოხდა მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე და მას შემდეგ ტრადიცია არ დაურღვევია.

მწერლის სიკვდილი, ისევე როგორც მისი ცხოვრებისა და შემოქმედების უმეტესი ნაწილი, დღემდე ბურუსითაა მოცული.

1993 წელს უცნობმა კონიაკთან და ყვავილებთან ერთად საფლავზე ბარათიც დატოვა: “მე ჩირაღდანს გადავცემ!” ამ ბარათის აზრი გაირკვა 1999 წლის 18 იანვარს, როცა მიტოვებულ სასაფლაოზე ტანდაბალი მამაკაცის ნაცვლად, ახოვანი, შავლაბადიანი ადამიანი გაჩნდა.

მიხვდნენ, რომ ედგარ ალან პოს საიდუმლო თაყვანისმცემელი გარდაიცვალა და ტრადიციის გაგრძელება თავის ვაჟს დაავალა.

“მარტელის” მარკის კონიაკი პოს საყვარელი სასმელი იყო, ხოლო სამი წითელი ვარდი ეკუთვნის არა მარტო მას, არამედ მის გვერდით დაკრძალულ მეუღლეს – ვირჯინიასა და დედამისს – მერი კლემს”.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0