close
ედიცინასოფლიოამართალი

,,თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი“ – ძველი მესოპოტამია

ჰამურაბის კანონები

ძველი მესოპოტამიის სამედიცინო ტექსტების უმრავლესობა აღმოჩენილია ასურეთის დედაქალაქის – აშურის მახლობლად, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს და თარიღდება ძვ.წ. II-I ათასწლეულით.

ყოველი მათგანი შედგენილია გარკვეული ნიმუშის მიხედვით და იწყება სიტყვებით: ,,თუ ადამიანი ავადაა“ და მთავრდება სიტყვებით -,,.ის გამოჯანმრთელდება“. ჩვ. წელთაღრიცხვამდე XI-VI საუკუნეების ტექსტებში აღნიშნულია კასტრაციის  შესახებ, რომელსაც სპეციალურად განსწავლული ადამიანები ატარებდნენ. ეს ტექსტები ასევე შეიცავს ცნობებს ექიმი ქალის, რომელიც კურნავდა ქალურ დაავადებებს და თვალის  ექიმის.შესახებ.

მსოფლიოს უძელესი კანონმდებლობა ბაბილონის მეფის, ჰამურაბის (1792-1750 ძვ.წ.) სახელთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფომ უდიდეს განვითარებას მიაღწია. ჰამურაბი არამეულ ენაზე ნიშნავს ,,მეფე-მკურნალს“. ,,ჰამურაბის კანონები“ 2.25 მეტრის ბაზალტის ბოძზეა (ლუვრი) ამოტვიფრული და განეკუთვნება ჩვ. წელთაღრიცხვამდე XVII საუკუნეს.

კანონები შედგება პროლოგისგან, საკუთრივ კანონებისგან (282 პარაგრაფი) და ეპილოგისგან. იგი წარმოადგენს ძველი მესოპოტამიის ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ ძეგლს, რომელშიც გარკვეული ადგილი უჭირავს სამედიცინო სამართლის საკითხებსაც. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ამ პერიოდში მკურნალს მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რაც აიხსნებოდა მისი პროფესიის დიდი რისკით. წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში, ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. ამის შესახებ კანონებში ვკითხულობთ:

,,თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი“.

მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძველი მესოპოტამიის კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ცოდნის განვითარებაზე მთელ წინა აზიაში, სადაც ასევე წარმატებით ვრცელდებოდა დიდი მესოპოტამიური სამედიცინო გამოცდილება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2