close
განათლებამსოფლიოსამართალისაქართველო

თსუ-ის გუნდების წარმატება საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდში მიიღეს მონაწილეობა. თსუ გუნდის წევრმა – მარიამ ბეჟანიშვილმა შეჯიბრის საუკეთესო გამომსვლელის ტიტული დაიმსახურა. მისი გამოსვლა ჟიურის წევრებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს, რის შედეგადაც მარიამი ინდივიდუალურ გამომსვლელთა საერთო რეიტინგის სათავეში მოხვდა, როგორც იმიტირებულ პროცესში მსხვერპლთა წარმომადგენელი.  
თსუ-ის გუნდის სხვა წევრები იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები:გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ბაიძე და დავით ჯავახიშვილი, ხოლო გუნდის მწრთვნელი იურიდიული  ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი საბა ფიფია.
იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდი 2017 წლის მაისში ქ. ჰააგაში (ნიდერლანდებში) გაიმართა და მასში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან  64 უნივერსიტეტის  გუნდი  იღებდა  მონაწილეობას.

ამავე პერიოდში ქ. ჰააგაში ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ასამდე გუნდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 4 თამაში ჩაატარა, აქედან 3 თამაში (ფინეთთან, თურქეთთან და საფრანგეთთან) თსუ სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შევიდა საუკეთესო ზეპირი არგუმენტაციის მქონე 10 გუნდში. გუნდი შედგებოდა 5 წევრისგან:თამთა შამათავა, ნანა ყურაშვილი, გვანცა ელგენდაშვილი, ნიკა ივანიძე და თამთა ზაალიშვილი (მწვრთნელი).

 

წყარო: TSU.GE

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid