close
კატეგორიის გარეშე

თევზი ტკივილს ადამიანის მსგავსად გრძნობს

თევზი ტკივილს ადამიანის მსგავსად გრძნობს, – ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

კვლევამ, რომელიც ცხოველთა ბიოლოგიის ექსპერტის, დოქტორ ლინ სედონის,  ხელმძღვანელობით ჩატარდა, აჩვენა, რომ ტკივილის განცდის დროს თევზს შეუძლია გამოავლინოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერვენტილაცია( ხშირი და ზედაპირული სუნთქვა)  და ქცევითი ხასიათის ხანგრძლივი ცვლილებები.

სედონი, რომელიც ლივერპულის უნივერსიტეტის ბიო-ვეტერინარული მეცნიერების დირექტორია, ამბობს, რომ კვლევას “მნიშვნელოვანი შედეგები” აქვს იმაზე, თუ როგორ ექცევიან ადამიანები ცხოველებს.

თევზებში ტკივილი საკამათო საკითხია, ზოგიერთის აზრით, ცხოველების ნერვული სისტემები არ არის ისეთი კომპლექსური, რომ ტკივილს გააზრებულად აღიქვამდეს.

ტკივილის განცდისას თევზები აჩვენებენ ქცევის უარყოფით ცვლილებებს, როგორიცაა კვების შეწყვეტა და შემცირებული აქტივობა, ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღების შემდეგ კი მათი ქცევა უმჯობესდება, ”-  აცხადებენ კვლევის ავტორი მეცნიერები. მათივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ თევზი ტკივილს განიცდის, ეს მის მიმართ ადამიანის მოპყრობის ფორმის შეცვლის აუცილებლობას გამოიწვევს.

„უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რაც თევზჭერის უფრო ჰუმანური მეთოდების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0