close
განათლებასაქართველო

თბილისში სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა – ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

7მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის სახელობის სპორტული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ,,დოქტრინა“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს გაესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს:

 

-გიორგი,უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორ გაჩნდა თბილისში სპორტული ბიბლიოთეკის გახსნის იდეა?

-პროექტის იდეა ჩვენს რეალობაში მისი საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. ქართული სპორტი ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ სფეროზე ფანტასტიკური წიგნებია დაწერილი და საინტერესო ჟურნალ-გაზეთებიც გამოსულა. ჩვენ დავუკავშრდით ფედერაციებს და ოლიმპიურ კომიტეტს, რომლებიც მნიშვნელოვანი გამოცმებით გვამარაგებენ. აღნიშნული ბიბლიოთეკა დავით ყიფიანის სახელობის იქნება.

-რას გვეტყვით ადგილზე წარმოდგენილი ლიტერატურის შესახებ?

-ეს არის მხატვრული ლიტერატურა სპორტის შესახებ, იქნება ეს ინფორმაციული თუ კვლევითი. ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ენციკლოპედია და ჟურნალ-გაზეთი. რაც მთავარია კეთდება ელექტრონული ბაზაც, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა სპორტსმენზე შეეძლებათ შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.

ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილია. ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა ლიტერატურას ადგილზე უნდა გაეცნოთ. აქ მოსულ მკითხველს ჩვენი თანამშრომელი- ლიკა ბაქრაძე მოემსახურება.

-ქართველებს ბევრი თვალსაჩინო სპორტსმენი გვყოლია,  თუმცა ბიბლიოთეკას სახელწოდება სწორედ დიმიტრი ყიფიანის საპატივცემულოდ დაერქვა, გვესაუბრეთ მის შესახებ.

-დავით ყიფიანი უმნიშვნელოვანესი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც გამოირჩეოდა დახვეწილი და გააზრებული თამაშის მანერით. რაც, მთავარია ის მოედნის მიღმა გამოირჩეოდა საკუთარი ინტელექტითა და წიგნიერებით, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება არ გაგვჭირვებია.

-თქვენი ხელშეწყობით საქართველოს მრავალ რეგიონში აშენდა ბიბლიოთეკები, ხომ არ იგეგმება, რომ მომავალში მსგავსი ბიბლიოთეკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც აშენდეს?

-დიახ, პროექტ ,,ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ვაპირებთ ყველა სოფელში გავხსნათ ბიბლიოთეკა. ამაში თქვენი დამხარების იმედიც გავქვს. მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, ჩვენ უკვე 700 სოფელში ჩავიტანეთ კომპიუტერები, ან წიგნები, ზოგ შემთხვევაში, განვაახლეთ ისინი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან დღეს ასეთი კარგი გაგებით, აგრესიული საგანმანათლებლო პოლიტიკაა აუცილებელი. წიგნის ჩატანა არ გულისხმობს მის დატოვებას და უკან გამობრუნებას. ჩვენ ვცდილობთ, იქ შევქმნათ საინფორმაციო ელექტრონული ბაზები, სადისკუისო სივრცე, სასწავლო ცენტრი. ,,ეკვილიბრიუმის“ მეორე ნაწილი არის საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურული კუთხეების და წიგნების კუთხეების გახსნა. ესეც ძალიან გვჭირდება და სულ მალე იგეგმება რომსა და მილანში ასეთი ტიპის ბიბლიოთეკების გახსნა. ძირითადად, ეს ხდება სამრევლო სკოლებში, საელჩოებში, ან ადგილობრივ ბიბლიოთეკებში.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid