close

კვლევითი ორგანიზაცია ,,ACT Global-ი” დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა. კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39%, ხოლო 10:01-12:00 პერიოდში 9%.

მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას. დილით 30% საერთოდ არ ეცნობა ახალ ამბებს. 

ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.

კვლევა თბილისის მაშტაბით ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრული გამოიკითხა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2018 წლის 12-14 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid