close
კატეგორიის გარეშე

„თავისუფლების ქარხანა“ – თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე
(პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს „თავისუფლების ქარხნის „
იდეის პრეზენტაციას.
ორგანიზატორები (საინიციატივო ჯგუფი ამა წლის 7 სექტემბერს ჩამოყალიბდა) იწვევენ
ყველა თავისუფალ და თავისუფლების მოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც
უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება
ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ.
პლათფორმის 5 ძირითადი პრინციპი
1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
2. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა
3. განხვავებული აზრის პატივისცემა
4. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება
5. თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება
„თავისუფლების ქარხნის“ ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას განცხადებით,
თბილისში, კერძოდ კი პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის
ტერიტორიაზე იქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული
პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის,
თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის,
თუ უბრალოდ – სოციალიიზაციის მსურველთათვის.
„ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციობს კვებისა და გართობის
ობიექტები რომლებიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო
წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი
მახასიათელებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს. ეს არ იქნება მხოლოდ ე.წ Food
Court-ი და კვების ობიექტების გაერთიანება. ჩვენ ვფიქრობთ, ჩამოვაყალიბოთ ისეთი
FREEDOM FACTORY
ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების
მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში.
შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო
აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი , ინტერ-დისციპლინური
ლექციები. თავისუფლების ქარხნის ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები,
სახელოსნოები და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი .
თანამშრომლობისთვის ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს საინტერესო და კრეატიული
იდეები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, სურს მიიღოს ცოდნა ან გაუზიაროს საკუთარი
გამოცდილება სხვებს. ვიწვევთ ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის
რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში ერთი აგურის დადება მაინც
შეუძლია.
იქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს ყველა ინოვატორულ წამოწყებას და ხელს
შეუწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და
კულტურული მიღწევების გაცნობას. იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი
ინიციატივა, რომელიც თბილისელებს და სტუმრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს,“ –
აცხადებს სანდრო კაკულია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0