close
ძაღლი რობოტი

რობოტები ადამიანის სახით უკვე გასაკვირი აღარაა დღევანდელ რეალობაში, მაგრამ რობოტი ძაღლები?! 

კომპანია ,,სონიმ” 1999 წელს პირველი ძაღლი გამოუშვა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჰქონდა, მას აბიო დაარქვეს, საკმაოდ დიდი ინტერესი გაუჩნდა საზოგადოებას მის მიმართ და დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას.

საზოგადოების ინტერესი მისმა თვისებებმა გამოიწვია, როგორც ცნობილია – იგი თავიდან ეჩვევა სიტუაციას, აანალიზებს გარემოებებს და მომდევნო დღეებში რეაგირებს ყველაფერზე, მაგალითად, იგი ცნობს ადამიანებს, ასევე – როდესაც ხვდება, რომ ელემენტი ჯდება და საჭიროა ენერგიის მომარაგება, თავისით მიდის დამტენ მოწყობილობასთან.

ეს არის გასართობი რობოტი ნამდვილ, ცოცხალ შინაურ ცხოველთან მიმსგავსებული, დიდი წარმატების მომტანი კომპანიისთვის.

წყარო: Cnn.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2