close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

შორეული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები დაფიქსირდა – BBC

ასტრონომებმა შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირეს. სიგნალები კანადაში განთავსებულმა ტელესკოპმა შეკრიბა.
13 პირველ სწრაფ რადიო იმპულსთან ერთად, რომლებიც FRB-ის სახელით არიან ცნობილი და 1,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან მოდის, ძალიან უცნაური განმეორებითი სიგნალიც დაფიქსირდა.
რადიო ტალღების იმპულსების ზუსტი ბუნება და წარმოშობა უცნობია.
ასეთი მოვლენა აქამდე მხოლოდ ერთხელ, CHIME-ს ობსერვატორიაში განთავსებული ტელესკოპის საშუალებით დააფიქსირეს.
CHIME-ს ობსერვატორია, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარეობს, შედგება ოთხი 100 მეტრის სიგრძის, ნახევრად ცილინდრული ანტენებისგან, რომელიც ყოველდღიურად მთელს ჩრდილოეთ ცას აკვირდება. შარშან ტელესკოპმა 13 პირველი სწრაფი რადიო იმპულსი აღმოაჩინა, მათ შორის – რეტრანსლატორი.
“ვვარაუდობთ, რომ იქ უფრო მეტი უნდა იყოს და რაც უფრო მეტი რეტრანსლატორი და მეტი წყარო გვექნება მათი კვლევისათვის, მით უკეთ შევძლებთ ამ კოსმოსური გამოცანის ამოხსნას, თუ რა იწვევს და საიდან მოდიან ისინი,“ განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ინგრიდ სთეარსმა.
„წელს ჩვენ მეორე რეტრანსლატორი აღმოვაჩინეთ, რომლის მახასიათებლები ძალიან ჰგავს პირველად აღმოჩენილს,“ განაცხადა კანადის McGill University-ის მეცნიერმა შრიჰარაშ ტენდულკარმა.
FRB-ები მოკლე, მანათობელი რადიო ტალღებია. აქამდე მეცნიერებს 60 სწრაფი რადიო იმპულსი აქვთ აღმოჩენილი, ორი მათგანი განმეორებადი. ვარაუდობენ, რომ ცაში ყოველდღიურად ათასამდე ასეთი FRB-ებია. მათი წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მათი გამომწვევია ნეიტრონის ვარსკვლავი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით რომელიც ძალიან სწრაფად ტრიალებს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ FRB-ები ორი ნეიტრონი ვარსკვლავის შეერთების წარმოიქმნება, ზოგი კი ამ მოვლენას უცხოპლანეტელთა საფრენ აპარატთან აკავშირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0