close
IMG_5341_980x-600×400

სასტუმრო “QUINTA DA PACHECA“, პორტუგალიაში, ქალაქ ლამეგოში მდებარეობს. გამორჩეული იმით არის, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ვენახებში მდებარეობს – ნომრები და საერთოდ, კომპლექსის ყველა შენობა ღვინის კასრისგანაა დამზადებული.

როგორც გამოცემა Insider წერს, “QUINTA DA PACHECA“-ში ათი სასტუმროს ტიპის ღვინის კასრია. თითოეულის ფართობი 270 კვ/მ-ია, შიგნით არის 2 კაციანი საწოლი, კონდიციონერი, Wi-Fi და გარეთ – ტერასა, რომელიც 116-წლიან ვაზის მტევნებსა და ვენახებს შორის გადის.

სასტუმროში, ერთი ღამის საფასური 286 დოლარიდან იწყება. სტუმრებს, ასევე, საშუალება აქვთ, ღვინის კასრში დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, ზეთისხილი, მურაბები და ყურძენი.

რაც შეეხება ფასადს, თითოეული კასრი ფიჭვის ხისგანაა დამზადებული, ინტერიერი კი, ძვირადღირებული მასალებითა არის მოპირკეთებული.

წყარო: marketer.ge

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2