close
ატეგორიის გარეშე

საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალ 17 ქვეყანას შორის დასახელდა

free

Freedom House-ის 2016 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველო  თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.

მსოფლიოს 65 ქვეყნიდან ინტერნეტის მხრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის სულ 17 ქვეყანა დასახელდა.

ინდექსის ავტორები შეფასებისას სამ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კონტენტზე ცენზურა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.

აღნიშნულ კრიტერიუმებში საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 8 ქულით შეფასდა, კონტენტზე ცენზურით – 6, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მხრივ – 11 ქულით.

ინდექსის თანახმად, საქართველოში კონტენტზე ცენზურა არცერთი შინაარსის მასალაზე არ ვრცელდება.

როგორც ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ზედიზედ მეექვსე წსაქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალ 17 ქვეყანას შორის დასახელდა

ელია მცირდება.

ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი – 67% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის, სამხედრო მოსამსახურეთა და ქვეყნის მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურას ექვემდებარება“, – ნათქვამია ინდექსში.

Freedom House სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული საიტების დაბლოკვისა და მომხმარებელთა დაპატიმრების სტატისტიკასაც აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ინფორმაციით, ინტერნეტის თავისუფლება ყველაზე მეტად ჩინეთშია შეზღუდული, ხოლო ისლანდია და ესტონეთი ამ მხრივ ყველაზე თავისუფალი ქვეყნებია.

წყარო: https://freedomhouse.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა