close
საქართველოტურიზმი

საქართველო GoTravelYourWay-ს ობიექტივში მოხვდა

წარმოშობით გერმანელმა მოგზაურმა და ბლოგერმა, ჯოშ ქეიჰილმა, უკვე დიდი ხანია ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია საკუთარი ბლოგით “GoTravelYourWay” და გასულ წელს საუკეთესო ბლოგერადაც დასახედა.  მისი ყურადღების ცენტრში ამჯერად  საქართველოც მოექცა, მოგზაურმა განიხილა ტურისტებისთვის 8 ყველაზე მიმზიდველი ფაქტი  ჩვენი  ქვეყნის შესახებ.

 

1)ენით აღუწერელი ბუნება – ,,არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს რომელ რეგიონში იმოგზაურებთ, რადგან აქაური ბუნება ყველგან გასაოცარია. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც არასდროს დამავიწყდება  თუშეთის ეროვნული პარკია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე.  აქაურობა შოტლანდიას მაგონებს, თუმცა  თუშეთი გაცილებით ლამაზი და ჯადოსნურია, ყველაზე რთულია, დაიჯერო, რომ მსგავსი ადგილი თითქმის ხელუხლებელია და ტურისტებსაც იშვიათად შეხვდებით. ვისურვებდი რომ აქ ყველაფერი სწორედ ამგვარადვე დარჩეს,” – წერს ჯოში.

 

 2)ქართველები თქვენი გულის მონადირებას შეძლებენ. მოგზაური საქართველოში ყოფნის პერიოდს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილებას უწოდებს, რადგან სასიამოვნოდაა გაკვირვებული ახალგაცნობილი ადამიანების გულითადი და თბილი მიღებით, რაც დღევანდელ დღეს ნამდვიად იშვიათია. ,,კაცობრიობას შეუძლია ასეთი პატივისცემითა და ურთიერთკავშირით სამყარო შეცვალოს,”  – ამბობს ის.

 

3)ადგილობრივი სავაჭრო ადგილები. სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად მსგავსს ადგილებს ყველგან წააწყდებით, რაც ტრადიციულიცაა და მაშინაც კია სასურველი ესტუმროთ, როცა არაფრის ყიდვა არ გსურთ, მით უმეტეს, რომ ფასზეც შეგიძლიათ მოელაპარაკოთ მოხუც გამყიდველებს, რომლებმაც, როგორც წესი, ინგლისური არ იციან 🙂

 

4)თბილისი ერთ-ერთი უნიკალური ქალაქია,  რაც, ბუნებრივია, განსაზღვრა ფაქტმა, რომ საქართველო ბევრი საინტერესო კულტურის მქონე ქვეყნითაა გარშემორტყმული, რომელთა კვალი ქვეყანაშიც იგრძნობა.

„თბილისის ღამის ცხოვრებაც  არაჩვეულებრივია, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა რელიგიურია. ,,მოდის ახალი თაობა რომელსაც არ გამოუვლია საბჭოთა ოკუპაცია და ქვეყანა ნელ-ნელა უხსნის კარს მსოფლიოს,“ – ნათქვამია ბლოგში.

 

5)თბილისის პატარა ქუჩები.  პატარა ხეივნებითა და ქუჩებს ქალაქში ყველგან შეხვდებით, რასაც ნამდვილად აქვს თავისი ხიბლი, რის გამოც ჯოში მას პარიზსაც ადარებს. ,,თბილისის ქუჩები პარიზსა და ვენეციას დაგავიწყებთ!“

 

6)იაფი და კარგი ლუდი. ,,ქართული ლუდი მაქსიმალურად სუფთა და გემრიელია, ქალაქის ცენტრში სულ რაღაც 2 დოლარად შეიძენთ ერთ პინტა ლუდს (პინტა-0.57ლ.) და შეგიყვარდებათ ის”, მოგზაურს, რა თქმა უნდა, არც ჩვენი სამზარეულო და ტრადიციული ხინკალი დავიწყნია.

 

7)ყაზბეგი. ,,ბუნებრივია, იკითხოთ რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული, რადგან  ევროპის ყველა  სოფელში არის მინიმუმ ორი ეკლესია… ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ ეკლესიები ყველაზე უცნაურ ადგილებშია, სადაც ვერაფერს ნახავთ ცხვრებისა და მთების გარდა”. მოგზაურის ყურადღება ყველაზე მეტად გერგეთის სამებას მიუქცევია, რომელიც ზღვის დონიდან 2170 მ-ის სიმაღლეზე მდებრეობს.

 

8)ბათუმი. ,,უნდა ვაღიარო, რომ უფრო კარგ სანაპიროებზეც ვყოფილვარ და ქვებსაც ქვიშას ვამჯობინებ, მაგრამ ბათუმს და შავი ზღვის სანაპიროს თავისი შარმი აქვს, ეს არის მთისა და ზღვის სიახლოვე, რაც არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის. თქვენ შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ და ორი საათის შემდეგ სანაპიროზე დაისვენოთ,” – ნათვამია დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid