close
მსოფლიო

საიგა ანტილოპას გადაშენება ემუქრება

საიგა ანტილოპას სახეობას გადაშენება ემუქრება.

დასავლეთ მონღოლეთში წვრილფეხა მცოხნელების ჭირის ვირუსით (Peste des petits ruminants) 2,000-ზე მეტი ანტილოპა დაიღუპა. მეცნიერები შიშობენ, რომ დაავადება ისედაც გადაშენების პირას მყოფი სახეობის გაქრობას გამოიწვევს. 

ველური ბუნების დაცვის საზოგადოების (WCS) მეცნიერები, რომლებიც დაზარალებულ რეგიონში მუშაობენ, აცხადებენ, რომ დაავადება „საგანგაშო“ სისწრაფით ვრცელდება. პირველი შემთხვევა 2 იანვარს გამოვლინდა, ამ დროიდან დღემდე კი 2 500-მდე საიგა ანტილოპაა დაღუპული.

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებად დახოცილ ცხოველებს  წვავენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელების რეგიონში სხვა იშვიათი სახეობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ, მათ შორის ჯიხვი და დიდ რქებიანი ცხვარი. „აქ ასევე ცხოვრობს დაახლოებით 1,5 მილიონი მონღოლური ქურციკი, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის გავლით მიგრირებენ. თუკი დაავადება აღმოსავლეთში გავრცელდება და ქურციკებს დააზარალებს, ეს შესაძლოა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად დამანგრეველი აღმოჩნდეს,” – აცხადებენ ველური ბუნების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ისაა, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე ველურ ბუნების გაქრობით ენდემურ თოვლის ლეოპარდს საკვების გარეშე დატოვებს.

ცხვრის, თხის და სხვა შინაური ცხოველების ჯოგებს ვაქცინაცია ჩაუტარეს, თუმცა WCS-ის აზიის ჯანდაცვის პროგრამის ვეტერინარის დოქტორ ამანდა ფაინის განცხადებით საიგების გადაშენების თავიდან ასაცილებლად საჭიროა არა მხოლოდ ამ  სახეობის არამედ სხვა ცხოველების „შემდგომი იმუნიზაცია“.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid