close
ბიზნესი

რა არის დერეგულირება?

ამ რეფორმატორული მესიჯებით ბევრ ქვეყანაში მკაცრ რეგულაციას დერეგულაცია ანაცვლებს. სახელმწიფო მაშინ იწყებს დერეგულირებას, როდესაც კონტროლის მექანიზმები მკაცრია და ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს. მაშინ სახელმწიფო დერეგულირებით ცდილობს ამა თუ იმ სფეროში კონკურენციის გაზრდას.

დიდ ბრიტანეთში დერეგულირების შემდეგ განვითარდა კონკურენცია იმ კერძო საწარმოებს შორის, რომლებიც მანამდე სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში იყვნენ. მთავრობამ შეიმუშავა დერეგულაციის პროგრამები დასაქმებისა და შრომის დაცვის სფეროშიც, რადგან მიიჩნია, რომ ზედმეტი კონტროლი ხელს უშლიდა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას და აფერხებდა საბაზრო მექანიზმებს. თუმცა, ბრიტანელები მაინც კონსერვატორებად დარჩნენ და მთავრობა დღესაც არეგულირებს ურთიერთობას პროფკავშირებთან. დადგენილია მკაცრი წესები, რომლებიც პროფკავშირმა ამა თუ იმ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვას.

პარადოქსული, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში, სახელმწიფო ობიექტები პრივატიზაციის შემდეგ კიდევ უფრო მკაცრი რეგულირების ქვეშ მოექცნენ, ასეთი იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, რომლის ზეწოლის შედეგადაც შეიქმნა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სააგენტოები. დიდ ბრიტანეთში მომხმარებელს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ესა თუ ის საწარმო ან ჯგუფი მის ხარჯზე მონოპოლიტიკის უფლებებით არ ისარგებლებს. ასეთია ცივილური დასავლეთის ნება.

 

წყარო:Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid