close
ეკონომიკასაქართველო

ქართული სოფლების გზების რეაბილიტაციისთვის 80-მილიონიანი ინვესტიცია გამოიყო

 გამოცემა ,,The Financial-მა“ გამოაქვეყნა სტატია აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს პერფერიულ ტერიტორიებზე გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ. აზიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მისი მხარდაჭერით მრავალი პროექტის განხორციელება მოხერხდა.

აზიის განვითარების ფონდმა (The Asian Development Bank) 31 მარტს დაამტკიცა 80-მილიონ დოლარიანი სესხი ქართულ სოფლებში დაზიანებული გზის რეაბილიტაციისთვის.

პროექტი მოიცავს 50-კილომეტრიან მონაკვეთს ძირულადან ხარაგაულის გავლით ჩუმათელეთის მიმართულებით და მიმდებარე, შედარებით მოკლე დამაკავშირებელ მონაკვეთებს. გამოცემა იუწყება, რომ ,,ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასა და აქ ჩამოსულ ტურისტებს გაუმარტივებს გადაადგილებასა, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზეც”.

აზიის განვითარების ფონდის თქმით, იმ პერიოდისთვის როცა  საჭირო გახდება ხევი-უბისას გზატკეცილის მშენებლობა, სწორედ ეს გზა იქნება სასიცოცხლო მნიშნელობის ალტერნატივა ტრანსპორტით გააადგილებისთვის. ,,პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება  საქართველოს მასშტაბით საგზაო კავშირის გაუმჯობესებასა და  ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის საქმეში” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა, იაზიმ ილან-ქაიალარმა.

ალტერნატიული გზა, რომელიც 30 000 ადგილობრივს მოემსახურება, გააუმჯობესებს სატრანსპორტო კავშირსა და საგზაო უსაფრთხოებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ძველი, დაზიანებული გზების განახლება და ხიდების რეაბილიტაცია, რაც რეგიონში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბაზრისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობას. ასევე, რეაბილიტირდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე გზები და რკინიგზის სადგურებსაც.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან მოყოლებული 2.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური ოპერაციები განახორციელა საქართველოში, მათ შორისაა 2013 წელს ურბანული ტრანსპორტის  საინვესტიციო პროგრამისთვის გამოყოფილი 73 მილიონი დოლარი.

 

წყარო: The Financial

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld