close
სოფლიოაქართველოოციოლოგია

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და საქართველო

ბედნიერი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერების დონე. ძირითადი კრიტერიუმებია: მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციის დონე, სოციალური დახმარება, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი, მაღალი ანაზღაურება და ა.შ.

158 ქვეყნიდან პირველ ადგილს დანია იკავებს, აღნიშნულ ქვეყანაში განათლება და ჯანდაცვა უფასოა, მაღალია მშპ, სამსახურის დაკარგვის ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება მოქალაქეებს. როგორც ცნობილია, მაღალი საშემოსავლო გადასახადებია, თუმცა ეს თანხა ძირითადად ინვესტირებულია განათლებასა და ჯანდაცვაში. კვირაში საშუალოდ 37 საათს მუშაობენ. მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეიგრძნონ ცხოვრება, წარსულით კმაყოფილები, აწმყოთი ბედნიერები და მომავლის მოიმედენი არიან. ასეთი მიდგომა კი ამცირებს სტრესს და მეტად შინაარსიანს ხდის მათს ყოველდღიურობას.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველო 126-ე ადგილზეა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი.

ბოლო ადგილზე კი ბურუნდის რესპუბლიკაა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი-  56-ე, თურქეთი –  78-ე, აზერბაიჯანი – 81-ე, სომხეთი კი 121-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარია დათოვლილი მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და სხვადასხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა. საზოგადოება კეთილგანწყობილებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი რძიანი შოკოლადი სწორედ შვეიცარიაში გამოჩნდა.

ისლანდიაში მაღალ დონეზეა ჯანდაცვა, განათლება და ეკოლოგია. როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობა თევზჭერაა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ქვეყანა ყველაზე მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა.

ნორვეგიელების საშუალო ხელფასი 5000 ევროა. ნორვეგია აღიარებულია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა, უმუშევრობის დაბალი დონით, ბუნებრივი რესურსებითა და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით უთუოდ იმსახურებს ადგილს „ბედნიერი ქვეყნების“ ხუთეულში.

ფინეთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. კორუფციის დაბალი, ხოლო განათლების მაღალი დონეა. ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გაერო წელსაც გეგმავს კეთილდღეობის ინდექსის დადგენას მსოფლიოს მასშტაბით.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა