close
ატეგორიის გარეშე

„ფეისბუქმა“ შეიძინა სტარტაპი, რომელიც ადამიანის მიერ კომპიუტერის ფიქრის საშუალებით კონტროლის ტექნოლოგიაზე მუშაობს

wefrwrfwrwr

კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მან სტარტაპი CTRL-labs-ი შეისყიდა, რომელიც მუშაობს ტექნოლოგიაზე, რაც ადამიანს კომპიუტერული მოწყობილობების ტვინის სიგნალების საშუალებით კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

CNBC– ის ინფორმაციით, გარიგების ფასი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

CTRL-labs-ი „ფეისბუქის“ Reality Labs-ის გუნდს შეუერთდება. „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი CTRL-labs-ის ნევრული ინტერფეისის ტექნოლოგიის გამოყენებას სპეციალური სამაჯურის შესაქმნელად აპირებენ, რომელიც სხვა მოწყობილობებს ინტუიციურად დაუკავშირდება.

”ამ სამუშაოს მიზანი არის ისეთი სამაჯურის შექმნა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კომპიუტერული მოწყობილობები დისტანციურად გააკონტროლონ,” – აცხადებენ კომპანია „ფეისბუქში.“

გავრცელებული ინფორმაციით, CTRL-labs  ტვინის მეცნიერებასა და machine learning-თან ერთად  ადამიანისთვის ისეთი ინტერფეისების შექმნაზე მუშაობს, რომელიც მათ კომპიუტერების ფიქრის საშუალებით კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.

წყარო : www.cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი