close
ეკოლოგიამსოფლიო

ცენტრალურ ევროპაში რადიაციული ღრუბელი გამოჩნდა

მეცნიერებმა ცენტრალური ევროპის მასშტაბით რადიაციული ღრუბელი აღმოაჩინეს.

გერმანიის რადიაციული დაცვის სამსახურმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ნაწილებში რადიოაქტიურობის გაზრდის შესახებ.

გაზრდილი დონეები აღმოჩენილია გერმანიის სამ დასახლებაში, და ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში.

რადიაციული დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ეს არ უნდა იყოს ატომურ ელექტრო სადგურში მომხდარი ავარიის შედეგი.

,,ახალი ანალიზები რადიოაქტიური ნივთიერებების რუთენიუმ 106-ის წყაროსთან დაკავშირებით იმაზე მეტყველებს, რომ ის  აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიიდან 620 მეტრის დაშორებით ვრცელდება. რადიოაქტიური მასალების წყაროების ახალი ანალიზები სამხრეთ ურალში გავრცელებაზეც მიანიშნებს, მაგრამ სამხრეთ რუსეთის სხვა  რეგიონებიც არ უნდა გამოირიცხოს,” – აცხადებს გერმანიის რადიაციული დაცვის სამსახური.

ნაწილაკები რუთენიუმ -106-ია – იზოტოპები, რომელსაც  თვალის სიმსივნეების სამკურნალო თერაპიაში იყენებენ, ასევე რადიოიზოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორებს, რომლებიც თანამგზავრების დასამუხტად გამოიყენება.

ექსპერტების განცხადებით, რადიაციის ეს დონე საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რადიაციის ღრუბელი თებერვალშიც გამოვლინდა და მაშინ ბევრი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს რუსეთის მიერ საიდუმლო ბირთვული ტესტირების ჩატარების შედეგი იყო.

იანვარში რუსეთ-ნორვეგიის საზღვარზე გამოვლინდა რადიაქტიურ ნივთიერების,  Iodine-131 -ის ზრდა,  ამის შემდეგ კი რადიაციულიო ღრუბელი ვროპაში გავრცელდა.

ნორვეგიის რადიაციული დაცვის ორგანოს (NRPA) თანახმად, ეს ზრდა შეიმჩნეოდა ფინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, მაგრამ ქვეყნების ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახათ, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ მას ,,არ ჰქონდა საინფორმაციო ღირებულება”.

საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ორგანოს IRSN- ი აცხადებს, რომ Iodine-131-ის დონე ,,შეშფოთების საფუძველს არ იძლეოდა” და ის თანდათან ნორმას დაუბრუნდა.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ რუსეთი არქტიკულ წრეში ბირთვული იარაღის დატესტვას ახორციელებდა, ვინაიდან Iodine-131-ი რადიოაქტიური იზოტოპია, რომელიც ცივი ომის დასაწყისში ამერიკისა და რუსეთის მიერ დატესტილ ატომურ ბომბებშია აღმოჩენილი.

 

წყარო: https://www.express.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid