close
დედამიწამსოფლიო

“ნასამ“ მცურავი, 1,6 კილომეტრინი სიგრძის აისბერგის ფოტო გაავრცელა

“ნასამ“მართკუთხედის ფორმის მცურავი აისბერგის ფოტო გაავრცელა. ამერიკის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ ანტარქტიდაზე მდებარე ვედელის ზღვაში მცურავი აისბერის ბასრი კუთხეები და ბრტყელი ზედაპირი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ აისბერი ყინულის შელფს ახლახანს მოსწყდა.

აისბერგის ფოტო მეცნიერებმა გასულ კვირას გადაიღეს. ასეთი ობიექტებს  ფირფიტისებრ  აისბერგებს უწოდებენ. ისინი ბრტყელი და გრძელია და წარმოიქმნება ყინულოვანი საფარის კიდეებიდან მოწყვეტის შედეგად.

„ნასასა“ და მერილენდის გლაციოლოგის, კელი ბრანტის განცხადებით, მისი წარმოქმნის პროცესი დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ფრჩხილი ძალიან გრძელი იზრდება, დაბოლოებასთან იბზარება და ტყდება. ასეთი აისბერგები სხვადახვა გეომეტრიული ფიგურის ფორმას იძენენ.

ამ კონკრეტული აისბერგის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას მკვეთრად გამოხატული მართკუთხედის ფორმა აქვს.

აისბერგი ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, ლარსენ C-ის ყინულის შელფს მოსწყდა. ეს ზონა ბოლო წლებში განსაკუთრებულად ჩქარი ტემპით დნება.

მკვლევართა განცხადებით, აისბერგის სიგრძე დაახლოებით 1,6 კილომეტრია.

წყარო : www.bbc.com

მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0