close
სოფლიო

მსოფლიოში პირველად, დანიას ციფრული ელჩი ეყოლება

Møde i Udenrigspolitisk Nævn ang indsættelse af landstyrker i

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენის განცხადებით, დანია მსოფლიოში პირველ ციფრულ ელჩს დანიშნავს, რომელიც იმუშავებს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ,,Apple-ი”, ,,Google-ი” და ,,Microsoft-ი”.

ახალი და პერსონალური დიპლომატის აუცილებლობას საგარეო საქმეთა მინისტრი იმით ხსნის, რომ ქვეყანას სჭირდება მჭიდრო ურთიერთობების  ქონა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიო ამინდს ქმნიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული ციფრული ელჩი სწორედ ამ კომპანიებთან შეასრულებს დიპლომატიურ მისიებს და პერმანენტულად ითანამშრომლებს მათთან.
ექსპერტების თქმით, ამის საჭიროება ნამდვილად დადგა მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეშიც, რადგანაც სწორედ  ასეთი დიდი კომპანიები წყვეტენ მსოფლიოში მიმდინარე მრავალი პროცესის ბედს.
დანიაში უკვე   გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითისათვის, ,,FACEBOOK-ი” და ,,Apple-ი” უკვე გეგმავენ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას და ე.წ. მონაცემთა ცენტრის მშენებლობას. ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავენ ციფრულ ელჩს, თუმცა, როგორც ანონსებიდან ვიტყობთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

 

 

წყარო: foreignpolicy.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid