close
მსოფლიო

მღვიმეში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვების სამაშველო ოპერაცია დაიწყო

მყვნითავებმა ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების 12 წევრისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

ხელისუფლების წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ დღეს არის ,,დი-დეი”.  ისინი დროში შეზღუდულები არიან, ვინაიდან სეზონური წვიმების დაწყების შემთხვევაში, ტჰამ ლუანგის ვიწრო მღვიმეში ჩასვლა კიდევ უფრო გართულდება.

მაშველებს პირველი ბავშვის გადასარჩენად დაახლოებით 11 საათი დასჭირდებათ.

ზოგიერთმა მოზარდმა ცურვა არ იცის, ამიტომ მათ წყალქვეშა სასუნთქი აპარატურის გამოყენება ასწავლეს.

23 ივნისს 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა.  ტაილანდის მთავრობა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ბავშვების გამოყვანა შეუძლებელი იყო, რადგან მათ ცურვა არ იცოდნენ. მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, თბილ საბნებს, ჟანგბადის ბალონებსა და საკვებს მათ მყვინთავები აწვდიან. 6 ივლისს ბავშვების დახმარების დროს მყვინთავი დაიღუპა. იგი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონის ჩატანის მცდელობისას გაიგუდა.

ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სეზონური წვიმების დაწყების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი სივრცე, რითიც ბავშები ჰაერს იღებენ, წყლით დაიფარება.

ბავშვების დახმარების სურვილი ,,SpaceX-ისა” და ,,Tesla-ს” დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოთქვა. მან ტაილანდში თავისი ინჟინრები უკვე გააგზავნა.   

მწვრთნელმა აკაპოლ ჩანტაუონიმ ბავშვების მშობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც პატიებას თხოვდა. ,,დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით მშობლებს, რომ თქვენი შვილები ამ გამოქვაბულში მე წამოვიყვანე,“ – აღნიშნულია მწვრთნელის წერილში, რომლის პასუხადაც მშობლებმა შემდეგი შენაარის წერილი დაწერეს : ,,არც ერთი მშობელი არ არის თქვენზე გაბრაზებული, ასე რომ, არაფერზე ინერვიულოთ და თავს გაუფრთხილდით“.

 

წყარო: https://www.independent.co.uk/; BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid