close

მეცნიერებმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე დიდი პრიმატის ახალი სახეობა  დაადგინეს და აღმოაჩინეს, რომ ბატანგ-ტორუს ტყეში მცხოვრები ორანგუტანების მცირე მოსახლეობა მესამე სახეობას განეკუთვნება.

სახეობას ტაპანული ორანგუტანები უწოდეს, სამეცნიერო სახელად კი პონგო ტაპანულიენსები დააფიქსირეს.

მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ამ ორანგუტანებს დანარჩენო ორი სახეობისგან განსხვავებული გენეტიკა, ჩონჩხი და კბილები აქვს და ამით უნიკალურ, მესამე სახეობას მიეკუთვნება. ეს კი დიდი პრიმატების სახეობის რიცხვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შვიდამდე ზრდის.

მეცნიერები ახლადგამოვლენილი სახეობების მომავალთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„ამ სახეობის სულ 800-მდე ინდივიდია დარჩენილი. სამწუხაროდ, მათზე ადამიანი ნადირობს და ამის გამო, გადაშენების საფრთხე დიდია,“- აცხადებენ მეცნიერები.

ორაგუტანი ინდონეზიურ და მალაულურ ენებზე ,,ტყის პიროვნებას” ნიშნავს. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არ აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ორანგუტანების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა, 1996 წელს დაადგინეს, რომ არსებობდა ორი სახეობა –  ერთი სუმატრაში და მეორე –  ბორნეოში.

ახალი სახეობა  ორანგუტანების ცნობილი ხაზის სამხრეთით ცხოვრობს. ეს მოსახლეობა მეცნიერებისთვის ორი ათეული წლის წინ უცნობი იყო. გარდა სხვა სახეობებთან გენეტიკური განსხვავებულობისა, აღმოჩნდა, რომ განსხავვებული იყო სოფლის მცხოვრებლების მიერ დაჭრილი ტაპანულელი ორანგუტანტის ჩონჩხის ფორმა და კბილებიც.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ „Current Biology“-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid