close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები უცხოპლანეტელების მოსაძებნად იუპიტერის მთვარეზე ატომურ რობოტს გააგზავნიან

მეცნიერები, მათ შორის „ნასას“ მკვლევარები, გეგმავენ, ატომური რობოტი- ბურღის შექმნას და უცხოპლანეტელების პოვნის მიზნით მის მთვარეზე გაგზავნას აპირებენ.

გეგმა – tunnelbot იუპიტერის მთვარეზე, „ევროპაზე“, უცხოპლანეტელების ძებნას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია მეცნიერებმა „ევროპაზე“ წყლის კვალი აღმოაჩინეს, რაც მასზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას აჩენს.

„შევქმენით კონცეფცია, რომელიც გადარჩენილი/გადაშენებული სიცოცხლის აღმოჩენის მიზნით ყინულის საფარში შესვლასა და ოკეანემდე შეღწევას ითვალისწინებს,“ აღნიშნავენ მეცნიერები. „Tunnelbot-ის ფარგლებში ყინულის საფარისა და ოკეანის სიცოცხლისუნარიანობის გარკვევასაც ითვალისწინებს,“ აცხადებენ ისინი.

თუმცა გეგმასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემებიც. მაგალითად, როგორ გაივლის tunnelbot-ი შორეულ სამყარომდე გზას და როგორ მოხდება მისი განთავსება ზედაპირზე. პროექტთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა : რობოტის მიერ დედამიწაზე შეტყობინების გამოგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით tunnelbot-ს სადენები ექნება შეერთებული, თუმცა იმ დროს, როცა ის ოკეანეში შეაღწევს, სადენების მოხსნა გახდება საჭირო.

წყარო : www.independent.co.uk

გაზიარება:
fb-share-icon0