ორგანიზმი სხვადასხვა ტოქსინით ივსება. თუმცა, მეცნიერთა ჯგუფი აცხადებენ, რომ დეტოქსიკაციისთვის სპეციალური ზომების მიღება საჭირო არაა.
,,უკვე ყველაფრით გაქვთ, რაც დეტოქსიკაციას ახორციელებს და ეს არის თქვენი ღვიძლი და თირკმელები,” – აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ოჯახის ექიმი – რენიტ მიშორი.
ტოქსინების გამანადგურებელი ეს ორი ორგანო სუპერეფექტურად მოქმედი ფილტრებია იმ მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საჭმლის თუ სასმლის მიღების შედეგად გროვდება.
,,აი, როგორ მუშაობენ ისინი: თირკმელები ჩვენს სისხლს ფილტრავს და საკვებისგან ნარჩენებს გამოდევნის, ღვიძლი კი ორგანიზმს ქიმიკალებისგან წმენდს. ეს ორი ორგანო ჩვენს სხეულს თვითგაწმენდის უნარის მქონე ორგანიზმად აქცევს,“ – აცხადებს მიშორი, რომელიც ამ საკითხზე წლებია მუშაობს.
დეტოქსიკაციის პირველი რეცეპტი – ,,The Master Cleanse-ი” – 1940 წელს სტენლი ბუროუსმა შექმნა და ის კუჭის წყლულისგან გათავისუფლების ბუნებრივ გზას გვთავაზობს.
მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მოცემულია გაწმენდის დღიური რეჟიმები, რომელიც მოიცავს 6-12 ჭიქა წყალში შერეულ ლიმონის წვენს, კაიენის წიწაკას და ნეკერჩხლის სიროფს, ასევე საფაღარათო საშულებას ძილის დროს.
2004 წელს გამოცემული წიგნის – ,,დაიკელი წონაში, გახდი უფრო ენერგიული და ბედნიერი 10 დღეში” – ავტორი პიტერ გლიკმენი აცხადებს, რომ ორგანიზმის გაწმენდის საუკეთესო გზა 6-დღიანი შიმშილია. ბუროუსსა და გლიკმანს არაერთი მიმდევარი ჰყავთ, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებად შიმშილს ან საკვების ნაცვლად სხვადასხვა ხილის წვენის მიღებას მიიჩნევენ.
რენიტ მიშორი კიი აცხადებს, რომ გაწმენდის ამგვარი საშუალებები საკმაოდ ძვირი ჯდება და მხოლოდ „ჩვენს ჯიბეს წმენდს და არა ორგანიზმს.“
როდესაც ხილს ან ბოსტნეულს წვენად აქცევთ, თქვენ მას აცლით სასარგებლო ბოჭკოს და უტოვებთ მხოლოდ დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს.
მაღალი შაქრისა და დაბალი პროტეინის, დაბალი ბოჭკოვანი დიეტის შედეგები დაუყოვნებლივ დგება: თქვენ მუდმივად მშიერი ხართ, რადგან არ ხდება ორგანიზმის შევსება ბოჭკოთი.
იმავდროულად, თქვენს მიერ მიღებული შაქარი ზრდის სისხლში შაქრის დონეს, მაგრამ მისი სტაბილიზაციისთვის არ არის პროტეინი. გრძელვადიანი ეფექტი უფრო მკაცრია: პროტეინის ნაკლებობა ცხიმზე მეტად კუნთებს დაგაკარგვინებთ, ვინაიდან პროტეინი კუნთებს ენერგიით კვებავს.
New York City-ის კლინიკის კვებასთან დაკავშირებული გართულებების სერვისის დირექტორი დები უესტერლინგი აცხადებს, რომ ხშირია გართულებები ისეთ პაციენტებში, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის წვენის დიეტაზე იმყოფებოდნენ.
ასე რომ, თუ მეცნიერთა აღნიშნულ ჯგუფს დავუჯერებთ, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არაა. მთავარია, ღვიძლი და თირკმელები სათანადოდ ფუნქციონირებდნენ და ტოქსინებისგან გაწმენდა თავისთავად მოხდება.
წყარო: sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”