close
კოლოგიავლევებისოფლიო

მეცნიერები – გლობალური დათბობის პროცესი დაჩქარებულია

dedam-grad

გლობალური დათბობის პროცესი დაჩქარებულია და მისი ზეგავლენა სულ უფრო ცხადი ხდება, – ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში აცხადებენ.

მსოფლიო მეტეორილოგიური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2014-2019 წლები ყველაზე ცხელი წლებია მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ტემპერატურის შესახებ ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს.

ამავე პერიოდში ზღვის დონემ და CO2 -ის ემისიამ საგრძნობლად მოიმატა. მეცნიერები აცხადებენ, რომ გლობალურმა ტემპერატურამ 1850 წლის შემდეგ 1.1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა და აქედან, 2011-დან 2015 წლების პერიოდში ტემპერატურა 0.2 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა.

კვლევის თანახმად, გლობალური ტემპერატურის ზრდა ნახშირბადის მზარდი ემისიებითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი გაზის რაოდენობა 2015-2019 წლებში წინა 5 წელთან შედარებით 20 პროცენტოთ გაიზარდა.

თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაზე საგანგაშო მონაცემი ზღვის დონის მატებასთან დაკავშირებული სტატისტიკაა.  1993 წლიდან დღემდე მისი ზრდის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 3.2მმ-ია, თუმცა 2014 წლის მაისიდან 2019 წლამდე ეს მაჩვენებელი 5მმ-მდე გაიზარდა.

მსოფლიო მეტეორილოგიური ორგანიზაციის მონაცემები 23 სექტემბერს გაეროშო დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე იქნება წარდგენილი, სადაც მსოფლიოს ლიდერები კლიმატის ცვლილებაზე ისაუბრებენ.

გაეროს დაგეგმილ სხდომას წინ უსწრებდა პარასკევს, მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციები, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მილიონობით მოსწავლე მონაწილეობდა.  აქციის მონაწილეები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვდნენ.

აქციის – Fridays For Future – ინიციატორია შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი, რომელიც ამ ინციატივისთვის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. მან განაცხადა, რომ არ ივლის სკოლაში პარასკევობით მანამ, სანამ ხელისუფლება პარიზის კლიმატის ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს.

წყარო : www.bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2