close
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეხიკოში აღმოჩენილი თავის ქალების კოშკი აცკეტებზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის 

მეხიკოში აღმოჩენილი ადამიანების თავის ქალების კოშკი ახალ კითხვებს ბადებს აცკეტების იმპერიის მსხვერპლთ შეწირვის  კულტურის შესახებ მას შემდეგ, რაც იქ ქალებისა და ბავშვების თავის ქალების იდენტიფიცირება მოხდა.

არქეოლოგებმა აცკეტების დედაქალაქ ტენოჩტიტლანიში (რომელიც შემდეგ მეხიკო გახდა) მდებარე ერთ-ერთ ტაძარში – Templo Mayor-ში, ცილინდრულ ნაგებობაში 650-ზე მეტი კირში ჩამაგრებული თავის ქალა და ათასობით ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოშკი არის Huey Tszompantli- ის ნაწილი, თავის ქალების მასიური მწკრივები, რომელმაც ესპანელი კონკისტადორები შეაშინა, როდესაც მათ ერნან კორტესის დროს მეხიკო დაიპყრეს.

ისტორიკოსები აღწერენ, თუ როგორ რთავდა დატყვევებული მებრძოლების მოჭრილი თავები, ანუ ქალების  საკიდრები, tzompantli-ს. თუმცა 2015 წელს ძველ მეხიკოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ სურათი სრულყოფილი არ იყო.

„ჩვენ მხოლოდ მამაკაცებს ველოდებოდით, კერძოდ კი ახალგაზრდა მამაკაცებს, ვინაიდან მეომრები მამაკაცები არიან, თუმცა, ქალებისა და ბავშვების თავის ქალების აღმოჩენამ ცხადყო, რომ იქ ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით,“ – აცხადებს ბიოლოგიური ანთროპოლოგი როდრიგო ბოლანოსი.

არქეოლოგ რაულ ბარერას განცხადებით, როგორც ჩანს, თავის ქალები კოშკში მიტანამდე tzompantli-ზე, სახალხოდ იყო გამოფენილი.

6 მეტრი დიამეტრის კოშკი ჰუტიზილოპოქტლის სამლოცველოს კუთხეში იდგა. ეს გახლავთ აცკეტების  მზის, ომისა და ადამიანის მსხვერპლის ღმერთი.

ეჭვგარეშეა, რომ კოშკი ესპანელი ჯარისკაცის, ანდრეს დე ტაპიას მიერ ნახსენები თავის ქალების ნაგებობაა. ტაპია მეხიკოს დაპყრობის დროს კორტესს ახლდა.

ერთ-ერთ წყაროში ტაპია აღნიშნავს, რომ მან დაითვალა ათეულობით ათასი თავის ქალა.

არქეოლოგი რაულ ბარერა აცხადებს, რომ აქამდე ნაპოვნია 676 თავის ქალა, თუმცა ეს რიცხვი ევაკუაციის დროს გაიზრდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid