close
დედამიწა

“Krishna’s Butterball” – უძრავი ლოდის საიდუმლო

უძრავი ლოდი, სახელად  “Krishna’s Butterball”, სხვაგვარად ასევე “ზეციური ღმერთების ქვა” ინდოეთში მდებარეობს. მაინც რატომ არის ეს ლოდი ასეთი განსაკუთრებული?

ლოდი დაახლოებით 1200 წელია ადგილიდან არ იძვრის. საიდუმლოებას წარმოაგდენს ის, რომ უზარმაზარი ლოდი კლდეს მხოლოდ მისი ზედაპირის მცირე ნაწილით ეყრდნობა, დაახლოებით 120 სანტიმეტრი ფართობის მქონე ზედაპირით, როდესაც ლოდი 250 ტონისაა, სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია და სიგანე 5 მეტრი. საკვირველი ის არის, რომ იგი კლდესთან 45 გრადუსიან კუთხეს ქმნის და მაინც არ იძვრის.

1908 წელს ქალაქის მაშინდელმა გუბერნატორმა, არტურ ჰელოუკმა გადაწყვიტა, რომ ლოდი საშიშროებას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის და სცადა 7 სპილო გამოეყენებინა ლოდის ადგილიდან დასაძრავად, მაგრამ უშედეგოდ, ისევ არაფერი გამოვიდა.

მეცნიერებში ორად არის გაყოფილი აზრი იმის თაობაზე, ლოდი ბუნებრივი წარმონაქმნია თუ არა. გეოლოგების მტკიცებით მსგავსი ფორმის წარმოშობა, რაც გამოდის, რომ გრავიტაციასაც კი ეწინააღმდეგება, შეუძლებელია. მეცნიერები კი ამას შესაძლებლად თვლიან და ხახუნისა და სიმძიმის ცენტრს ასახელებენ არგუმენტად. თუმცა, აშკარაა, რომ ლოდი ჯერაც არ იძვრის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0