close
მსოფლიოტექნოლოგიები

ხვალ iPhone 8-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია შედგება – დეტალები iPhone X-ის შესახებ

iPhone 8-ის ახალი მოდელი  iPhone X-ი, რომლის პრეზენტაციაც 12 სექტემბერს არის დაგეგმილი, მფლობელის ამოცნობის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ,,Bloomberg-ი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, iPhone 8 ან iPhone 8 Plus-ი ახალი სახელწოდებით – iPhone X წარდგება ბაზარზე. ამასთან, iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი აიფონის გამოშვების თარიღს ემთხვევა.

სმარტფონის განსაკუთრებულობა ახალ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კამერაში მდგომარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის ისიც, რომ სმარტფონი საკუთარ მფლობელს სახის სკანირების მეთოდით ამოიცნობს – მობილურის განბლოკვას მხოლოდ მისი მფლობელი შეძლებს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება.

iPhone 8-ის გარდა პრესკონფერენციაზე კიდევ 2 სმარტფონს წარადგენენ. ესენია: iPhone 7s და 7s Plus.  გარდა ამისა, იგეგმება ახალი საათების პრეზენტაცია. პრეზენტაცია კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომპანია Apple-მა პირველი iPhone-ის გამოშვებიდან დღემდე, სმარტფონების გაყიდვით 760 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid