close
მსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის მსგავსი სექსთოჯინები შექმნეს

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით რევოლუციური ,,სექსტექი” შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს სექსუალურ სიამოვნებას ადამიანის მსგავსი შეხებით სთავაზობს.

სექსრობოტების მზარდი ბაზრის შესახებ ანგარიშში პასუხისმგებელი რობოტების ფონდი აცხადებს, რომ სწრაფად განვითარებადმა ტექნოლოგიებმა ბიძგი მისცა „სასიყვარულო ანდროიდ თოჯინების“ შექმნას, რომლებსაც 50 ავტომატური სქესობრივი პოზიციის შესრულება შეუძლიათ.

თოჯონების ფასი, რომლებსაც ადამიანის მსგავსი ფორმები და თმის ფერი აქვთ, დაახლოებით 5,000 – 15,000 აშშ დოლარი იქნება.

ნამდვილის მსგავსი რობოტების არსებობა და საჭიროება კომპლექსურ საკითხებს ბადებს, რომლებიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მიერ  განხილულ უნდა იქნეს.  „ასეთი მოწყობილობების გამოყენება უპრიანი იქნება სექსუალური თერაპიის კლინიკებში, სქესობრივი დამნაშავეებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის შეფილდის  უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროფესორი – ნოელ შარკი აცხადებს, რომ ძნელია პროგნოზირება, თუ რამდენად გაიზრდება სექსთოჯინების ბაზარი, ან როგორი იქნება საზოგადოებაზე მისი გავლენა წლების განმავლობაში. ,,გახდება ეს რობოტი თოჯინები ნიშა, თუ ისინი შეცვლიან საზოგადოებრივ ნორმებს და გავრცელდებიან?”, – დასძინა მან ბრიფინგზე.

ანგარიშში მიმოხილულია ზოგიერთი ყველაზე სადავო საკითხი: მაგალითად, შესაძლოა თუ არა, რომ სექსრობოტებმა სქესობრივი დანაშაული შეამციროს.

ამ კითხვაზე ,,უმნიშვნელო უთანხმოება” გამოვლინდა, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რობოტთან სქესობრივი კავშირი შეამცირებს თავდასხმელების სურვილს, ზიანი მიაყენონ ადამიანებს. თუმცა სხვები აცხადებენ, რომ ადამიანებისთვის ბნელი ფანტაზიების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა საზიანო გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ნორმებზე.

ერთი საკითხი, რაც უდავოა, ისაა, რომ არც თანამედროვე და არც უახლოესი მომავლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია არ იძლევა რობოტსა და ადამიანს შორის ორმხრივი გრძნობის გაჩენის შესაძლებლობას!

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response