close
ედიცინა

ჯანმო: ,,კიბოს ადრეული სტადიაზე დიაგნოზირება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნის”

janmo

,,კიბოს დაგვიანებული დიაგნოზი ამ დაავადებით მილიონობით ადამიანის სიკვდილს მიზეზი ხდება, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რომ დაავადების დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას,”-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 

ჯანმოს ქრონიკული დაავადებისა და კიბოს ექსპერტმა ეტინ კრაგმა აღნიშნა, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, განსაკუთრებით ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში, გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას გახდის შესაძლებელს და საგრძნობლად შეამცირებს მკურნალობის ხარჯებსაც.

„კიბოს დროული დიაგნოზირება საგრძნობლად ამცირებს კიბოს ფინანსურ ზეგავლენას. აქ არ იგულისხმება მხოლოდ კიბოს მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები,  არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოჯანრთელებული ადამიანები აგრძელებენ მუშაობას და თავიანთი ოჯახებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კიბო, გლობალური მასშტაბით, ექვსიდან ერთი გარდაცვალების მიზეზია. 2010 წელს, კიბოს მიერ მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 1,16 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ყოველ წელს კიბოთი დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ავადდება. ჯანმოს შეფასებით, ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის 21 მილიონამდე გაიზრდება. ხოლო კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ წლიურად 8,8 მილიონს აღწევს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა