close
მსოფლიო

ინდოეთის ტყეში „გოგონა მაუგლი“ აღმოაჩინეს

რეინჯერებმა ინდოეთში მდებარე Uttar Pradesh-ის ნაკრძალში გოგონა აღმოაჩინეს, რომელიც მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა.

რეინჯერები აცხადებენ, რომ ბავშვი შიშველი იყო და მაიმუნების კამპანიაში თავს კომფორტულად გრძნობდა, ხოლო როცა მათ მისი დაჭერა განიზრახეს, მაიმუნებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ბავშვს სიარული და საუბარი არ შეუძლია, ის ხელებსა და ფეხებზე დაყრდნობით, ცოცვით გადაადგილდება.

ინდოეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, „გოგონა მაუგლად“ წოდებული ბავშვი მაიმუნების გაზრდილი არაა.

მათი თქმით, შეუძლებელია, ბავშვი ამდენი წლის განმავლობაში არ აღმოეჩინათ ნაკრძალში, რომელიც მუდმივად კონტროლდება რეინჯერებისა და ასეულობით კამერის მიერ.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მენტალური და ფიზიკური დარღვევების  მქონე გოგონა, როგორც ჩანს, ტყეში მიატოვეს.

იმავეს ვარაუდობენ იმ სამედიცონო დაწესებულების ექიმები, სადაც გოგონა გადაიყვანეს. მათი თქმით, ინდოეთში ბევრი ოჯახი გოგონებს არ წყალობს და როგორც ჩანს, მენტალურად არაჯანსაღი გოგონა ტყეში მიატოვეს.

ბავშვმა სიარული და მყარი საკვების ჭამა მალევე აითვისა. ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება მიანიშნებს, რომ გოგონა ადამიანების გაზრდილია და არა ცხოველების.

„ის ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს, თუმცა ჩვენს ნათქვამს გებულობს და გვიღიმის,“ – აღნიშნეს ექიმებმა.

ინდოეთის პოლიცია გოგონას მშობლებს ეძებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ვიდეო: http://www.independent.co.uk/news/world/asia/girl-india-jungle-monkeys-mowgli-katarniaghat-uttar-pradesh-not-raised-by-officials-a7673806.html

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response